• Geo
  • Eng
29.01.2021
მესამე სპარინგი ყაიმით დასრულდა

დინამოელებმა მესამე მატჩი თურქულ შეკრებაზე უკრაინული პრემიერლიგის კოლოსთან გამართეს. მატჩი საშუალო რიტმში დაიწყო, ტერიტორიული უპირატესობა კი თბილისელებმა მოიპოვეს. აქტიურ გიორგი გაბედავას დარტყმული უკრაინელმა კიპერმა მოიგერია, მომდევნო შეტევაში კი ზორან მარუშიჩს არ გამოუვიდა დარტყმა. დინამოელებმა ანგარიში მე- 18 წუთზე გახსნეს. შეტევის მარცხენა ფრთაზე ბოლომდე იბრძოლა ლევან წოწონავამ, ბურთი მარუშიჩს მიუვიდა, რომელმაც შეტევაში ჩართული ფაბიან სპორკსლეიდი მოძებნა, ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა კი საჯარიმოს მისადგომიდან ძლიერად და ტექნიკურად გაისროლა 1-0. ტაიმის ბოლოსკენ ანზორ მექვაბიშვილს ანგარიშის გაზრდაც შეეძლო, მაგრამ სამიზნეს ცოტათი ააცილა.

მეორე ნახევარი დედაქალაქელებმა აქტიურად დაიწყეს. ორჯერ ანზორ მექვაბიშვილი ცდილობდა ანგარიშის გაზრდას. ასევე კარგი შანსი ჰქონდა ბაქარ ქარდავას, რომელმაც საკმაოდ პროდუქტულად ჩაატარა შეხვედრა. მეორე ნახევრის შუიდან გიორგი ნემსაძემ რამდენიმე ცვლილება განახორციელა და მოედანზე ახალგაზრდა ფეხბურთელები შეუშვა. მე- 60 წუთზე გოლიც გავიტანეთ, რომელიც არ ჩაითვალა. გიორგი გაბედავას დარტყმულს გადაეღობნენ, მექვაბიშვილს მეკარემ აუღო და მარუშიჩმა დამატებაზე შეაგდო, მაგრამ ლაინსმენმა თამაშგარე დააფიქსირა. ათიოდე წუთში აკაკი შულაიას ტექნიკურად შესრულებული საჯარიმო დარტყმა ოდნავ აცდა მეტოქის კარის ცხრიანს. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროს კი დინამოს კართან ჯარიმა დაინიშნა, რომელიც ზუსტად პავლო ორიხოვსკიმ შეასრულა და მატჩიც დასრულდა.

მომდევნო მატჩს ჩვენი გუნდი 1 თებერვალს კიევის დინამოსთან გამართავს.

 

 

დინამო 1-1 კოლოსი

გოლი: 1-0 სპორკსლეიდი 18’  1-1 ორიხოვსკი 90+4’

 

დინამო: კვასხვაძე, მონხილი, ბენიო, კობოური, პაპავა, მექვაბიშვილი, წოწონავა, სპორკსლეიდი, ქარდავა, გაბედავა, მარუშიჩი

შეცვლაზე შევიდნენ: მიგინეიშვილი, ხვადაგიანი, ძოწენიძე, შულაია, გაგნიძე, ლომინაძე, მოისწრაფიშვილი, ორშულა, კასტრო, იობაშვილი

კოლოსი: კუჩერუკი, პეტროვი, ნოვაკი, ჩერნომორეცი, ბოგდანოვი, ზადოია, მამადოვი, ისაენკო, ლისენკო, სელეზნოვი

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024