• Geo
  • Eng
06.02.2021
დინამო 1-2 ზორია

დინამო აგრძელებს თურქულ შეკრებას. თბილისელებმა მეექვსე სპარინგი უკრაინული პრემიერ ლიგის ბრინჯაოსმედალოსან ზორიასთან გამართეს. მატჩი გიორგი ნემსაძის გუნდმა აქტიურად დაიწყო და თავიდანვე შეიძლება ითქვას, რომ პირველ ტაიმში მეტოქესთან შედარებით უკეთ გამოიყურებოდა. აქტიურად თამაშობდნენ გიორგი გაბედავა, ფაბიან სპორკსლეიდი და გუნდის სერბი ახალწვეული მილან რადინი. დინამოს შეტევებმა შედეგი მე- 16 წუთზე გამოიღო, შეტევაში ჩართულმა ნოდარ იაშვილმა მარცხენა ფრთიდან ზუსტად ჩააწოდა საჯარიმოში და ზორან მარუშიჩის ზუსტი თავური 1-0. ეს სერბი ფორვარდის მესამე გოლი გამოდგა ამ შეკრებაზე. საპასუხოდ უკრაინელთა სახიფათო შეტევა როინ კვასხვაძემ განმუხტა. ათიოდე წუთში ანზორ მექვაბიშვილი (რომელმაც მატჩი მაღალ დონეზე ჩაატარა) ემუქრებოდა უკრაინელთა კარს, ბურთი მეკარემ მიიღო და მეტოქე კონტრშეტევაზე გადაიყვანა, საბოლოოდ ვლდისლავ კოჩერგინი დინამოელთა კიპერთან პირისპირ დარჩა და ანგარიში გაათანაბრა. ზორან მარუშიჩს კიდევ ერთი საგოლე სიტუაცია შეექმნა, მისი დარტყმა კი ზორიას გოლკიპერმა მოიგერია. ტაიმის ბოლომდე აქტიური მარუშიჩი ერთხელაც დაემუქრა ლუგანსკელთა კარს, მაგრამ დარტყმული ააცილა. მეორე ტაიმში მეტოქე უკეთ ათამაშდა და რამდენიმე საგოლე მომენტიც შექმნა დინამოელთ კართან. 77- ე წუთზე საგოლე კომბინაცია დანიილ ალეფირენკომ ზუსტი დარტყმით დაასრულა. შეხვედრის ბოლოსკენ კარლოს კასტროს შეეძლო საყაიმო ანგარიშის დაფიქსირება, მაგრამ საჯარიმოს მისადგომებიდან გასროლილი ბურთი ძელმა მოიგერია. საბოლოოდ ზორიამ 2-1 იმარჯვა. მომდევნო შეხვედრას დინამო 8 თებერვალს სოჭთან გამართავს.

 

დინამო 1-2 ზორია

დინამო: კვასხვაძე, ხვადაგიანი, მონხილი, კობოური, ქარდავა, მექვაბიშვილი, რადინი, სპორკსლეიდი, იაშვილი, გაბედავა, მარუშიჩი

შეცვლაზე შევიდნენ: ძოწენიძე, კუცია, წოწონავა, მოისწრაფიშვილი, ორშულა, კასტრო, ახვლედიანი

ზორია: ვასილი, ფავოროვი, ივანისენია, აბუ ხანა, ციგანიკსი, ნაზარინა, იურჩენკო, ხომჩენოვსკი, კოჩერგინი, გლადკი, ალახიარი

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024