დინამო ჩეხ ლეგიონერს, ირჟი ჰომოლას დაემშვიდობა. 32 წლის ცენტრალურ მცველს, რომელსაც ტრავმის გამო გასული სეზონის მეორე ნახევარი გაუცდა, ჩვენს კლუბთან კონტრაქტის ვადა ამოეწურა. ჰომოლამ დინამოში სადებიუტო შეხვედრა 2011 წლის 13 თებერვალს გამართა. მან ჩვენი გუნდის შემადგენლობაში 35 შეხვედრა ჩაატარა. წარმატებებს ვუსურვებთ ირჟის სპორტულ კარიერაში.