ჩვენი გუნდის ერთ–ერთი პირველი თაობის ლეგენდარული მეკარე, სპორტის დამსახურებული ოსტატი – ვლადიმერ მარღანია 1928 წელს დაიბადა. დინამოში ასპარეზობისას (1947-1958 წლებში) ჩაატარა 212 შეხვედრა. არის სსრკ– ს პირველობის ორგზის ვერცხლისმედალოსანი 1951, 1953 წლებში და 1950 წლის გათამაშების პრიზიორი. ორჯერ შეიყვანეს 33 საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში. ჰელსინკის XV ოლიმპიური თამაშების მონაწილე სსრკ– ს ნაკრებთან ერთად. 1958 წელს ვლადიმერ მარღანია 30 წლის ასაკში, ავტოავარიაში დაიღუპა.