• Geo
  • Eng
19.06.2012
დინამოში გიორგი სეთურიძე ჩაირიცხა

დინამოში კიდევ ერთი ახალწვეულია. ჩვენმა კლუბმა ორწლიანი კონტრაქტი 27 წლის მარჯვენაფლანგელთან, გიორგი სეთურიძესთან გააფორმა, რომელმაც ბოლო სეზონი რუსთავის მეტალურგში გაატარა. გიორგის პირველი გუნდი თბილისის ლოკომოტივი გახლდათ. იგი ასევე ბათუმის დინამოს და ქუთაისის ტორპედოს რიგებში გამოდიოდა. ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ კი გარკვეული პერიოდის მანძილზე იენის კარლ ცაისში და აზერბაიჯანში, სუმგაითისა და განჯის გუნდებში თამაშობდა.

გიორგი სეთურიძე - დინამო ქართული ფეხბურთის ფლაგმანია და დინამოში თამაში ნებისმიერი ქართველი ფეხბურთელისთვის რას ნიშნავს, ალბათ ზედმეტია საუბარი. ცხადია გამონაკლისი  არც მე ვარ.  ძალიან მიხარია და ვეცდები ახალ სეზონს ასი პროცენტით მზად  - სასურველ სპორტულ ფორმაში შევხვდე და გუნდს მაქსიმალური სარგებლობა მოვუტანო.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024