გიორგი ნემსაძის გუნდი საქართველოს სუპერთასის მატჩისთვის ემზადება. შეგახსენებთ, რომ 21 თებერვალს სუპერთასს დინამო და გაგრა მიხეილ მეხის სტადიონზე გაითამაშებენ.
დიღმის ბაზის მოედნებზე ბალახი საგაზფხულოდ შეითესა და აგრო-ქიმიურად დამუშავდა. მათზე სრული დატვირთვით სავარჯიშოდ კიდევ რამდენიმე დღეა საჭირო.
გუნდმა კი ვარჯიში დიღმის ოლიმპიური კომპლექსის მოედანზე ჩაატარა.