თურქული შეკრების მეოთხე სპარინგი თბილისელებმა ტრადიციულ მეტოქესტან - კიევის დინამოსთან გამართეს. მატჩი აქტიურად კიეველებმა დაიწყეს და თბილისელთა კართან დებიუტშივე შექმნეს ორი სახიფათო მომენტი, რომელიც უკრაინელებმა ვერ გამოიყენეს. საპასუხოდ ლევან წოწონავას დარტყმა გამოდგა არაზუსტი. თამაში უფრო მეტად მოედნის ცენტრში მიმდინარეობდა, კიეველებმა კიდევ ერთხელ გაამწვავეს სიტუაცია, მაგრამ ბოლო მომენტში როინ კვასხვაძემ განმუხტა სახიფათო შეტევა.
მეორე ტაიმში კიეველთა შორის ძირითადი შემადგენლობის არაერთი ფეხბურთელი გამოჩნდა და თავად თამაშიც უფრო აქტიურად გაგრძელდა. ცვლილებები ასევე გიორგი ნემსაძემაც განახორციელა და ეტაპობრივად ახალგაზრდა ფეხბურთელები შეუშვა მოედანზე. რამდენიმე სახიფათო მომენტი ორივე გუნდის კართან შეიქმნა. გიორგი კუციას საჯარიმოდან ჰქონდა კარგი შანსი, თუმცა დარტყა ზუსტად ვერ შეასრულა. ასევე კარგი შეტევა განახორციელა ფაბიან სპორკსლეიდმა, რომელიც თორნიკე ახვლედიანმა გააგრძელა, მისი დარტყმული კი მცირედით აცდა უკრაინელთა კარს. საბოლოო მსაჯის მიერ დამატებულ დროში კიეველთა შეტევა თბილისელებმა წესის დარღვევით შეაჩერეს და ჩვენს კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ვიტალი ბუიალსკიმ გოლად გარდასახა და თამაშიც დასრულდა. მომდევნო შეხვედრას დინამო 4 თებერვალს ლუდოგორეცთან გამართავს.
დინამო თბილისი 0-1 დინამო კიევი
გოლი: 0-1 ბუიალსკი (პენ) 90+3’
დინამო თბ: კვასხვაძე, კობოური, მონხილი, ბენიო, სპორსკლეიდი, პაპავა, ქარდავა, წოწონავა, მექვაბიშვილი, გაბედავა, მარუშიჩი
შეცვლაზე შევიდნენ: ხვადაგიანი, მუსა, გაგნიძე, კუცია, ლომინაძე, მოისწრაფიშვილი, ახვლედიანი
დინამო კვ: ბოიკო, სიდკლეი, სიროტა, ზაბარნი, კარავაევი, შეპელევი, შაპარენკო, ლედნიოვი, დელუნდი, რუსინი, სუპრიაგა