• Geo
  • Eng
27.06.2012
დინამოს U-13 გუნდი კარპატთან დამარცხდა

დინამოს აკადემიის U-13 გუნდმა ბაქოში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე ჯგუფური ეტაპის გადალახვა ვერ მოახერხა. ოთარ გაგნიძის გუნდმა მესამე ტურის შეხვედრა უკრაინულ კარპატთან გამართა და მინიმალური ანგარიშით – 0:1 დამარცხდა. საბოლოოდ დინამოელებმა ჯგუფური ეტაპი ოთხი ქულით დაასრულეს ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდნენ. მოზარდი დინამოელები 29 ივნისს B ჯგუფის წარმომადგენელთან 5–6 ადგილისთვის ითამაშებენ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024