დინამო არენაზე ეროვნული ლიგის პირველი ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც მოქმედმა ჩემპიონმა წყალტუბოს სამგურალს უმასპინძლა. მატჩი დინამომ აქტიურად დაიწყო და საერთოდ მთელი შეხვედრა მასპინძლებმა დიდი სათამაშო უპირატესობის ფონზე ჩაატარეს, თუმცა... თუმცა დედაქალაქელთა რამდენიმე სახიფათო და უშედეგო შეტევის შემდეგ 30- ე წუთზე სტუმართა პირველი მწვავე მომენტი და ანგარიშიც გაიხსნა. ზუსტი დარტყმა სერგო კუხიანიძემ შეასრულა. საპასუხო გოლი საიმონ ბენიოს შეეძლო გაეტანა, მაგრამ მისი თავიური სამგურალის გოლკიპერმა კუტხურზე უკუაგდო. დინამომ შეტევებს არც მეორე ტაიმში უკლო, ზორან მარუშიჩმა ბურთი ხარიხას გაარტყა, ასევე მაქსიმე ქვილითაიამ ითამაშა რამდენიმე ეპიზოდში ზუსტად. დინამოს შეტევებს შედეგი 71- ე წუთზე მოჰყვა, ლუკა გაგნიძის ჩაწოდებულს თავი ზუსტად გიორგი გაბედავამ შეაგება და სტატუს ქვო აღადგინა. თბილისელებმა შეტევა გააგრძელეს, შედეგიანად თამაში რამდენიმე მომენტში გიორგი მოისწრაფიშვილს, ზორან მარუშიჩს და გიორგი გაბედავას შეეძლოთ, თუმცა საბოლოოდ ანგარიში აღარ შეცვლილა. შეხვედრის დასრულებამდე ცოტახნით ადრე კი მსაჯმა გიორგი ნემსაძე გააძევა. მომდევნო, მეორე ტურის მატჩს დინამოელები ქუთაისში 5 მარტს ჩაატარებენ.
დინამო 1-1 სამგურალი
გოლი: 0-1 კუხიანიძე 30’ 1-1 გაბედავა 71’
გაფრთხილება: ქურდაძე 39’ სკორკსლედე 84’ გაგნიძე 87’
დინამო: კვასხვაძე, ხვადაგიანი, ბენიო, პაპავა, რადინი (კასტრო 66), მექვაბიშვილი (მექვაბიშვილი 79), სპორქსლედე, იაშვილი (გაგნიძე 66), კუცია (ქარდავა 57), გაბედავა, მარუშიჩი
სამგურალი: ქვილითაია, ასათიანი, პატარკაციშვილი, მჭედლიშვილი, ტურე (ბუხაიძე 90+4), კუხიანიძე, ფონიავა, კირკიტაძე (ახვლედიანი 76), კალანდარიშვილი (კიკაბიძე 76), ქურდაძე, ლექვთაძე (ჩიხლაძე 68)
მსაჯი: ბ. ნინუა