დინამოს მეორე შემადგენლობა აგრძელებს წარმატებულ ასპარეზობას. გუნდმა მიჯრით მოუგო სამეულში მყოფ გუნდებს და სატურნირო ცხრილში პირველ პოზიციას იკავებს.
აკადემიის მოედანზე არაგვთან გამარჯვების შემდეგ ვალერი გაგუას გუნდმა შტურმსაც მოუგო და 17 ქულით პირველი პოზიცია გაიმყარა. დინამოელებმა შტურმს 3-1 აჯობეს. ანგარიში ლუკა ფრიდონაშვილმა მე-13 წუთზე გახსნა, ტაიმის ბოლოს კი ორი გოლი გავიდა. ჯერ გურამ ლუკავამ აღადგინა წონასწორობა, შემდეგ კი ლუკა წულაიამ ისევ დააწინაურა დედაქალაქელები. შეხვედრის ბოლოს თემურ ოდიკაძის ლამაზი გოლი და საფინალო ანგარიშიც დაფიქსირდა. მომდევნო შეხვედრას დინამო-2 27 აპრილს, მესამე ადგილზე მყოფ ბოლნისის სიონთან სტუმრად გამართავს.
მატჩის ოქმი
თავისი მატჩი 19 წლამდელებმაც მოიგეს და 16 ქულა დააგროვეს. დინამომ ვიტ ჯორჯიას 2-0 აჯობა. გოლები ტკალიას და მაშავას ანგარიშზეა. ვასილ გეგუჩაძის გუნდი მნიშვნელოვან შეხვედრას 23 აპრილს იბერიასთან გამართავს. ეს გუნდები მეოთხე ტურის გამოტოვებულ შეხვედრას ბენდელაზე ჩაატარებენ. ამ დროისთვის სწორედ იბერიაა პირველ ადგილზე 18 ქულით.
U19 დინამო 2-0 ვიტ ჯორჯია
დინამო: საური, პატარკაციშვილი, შაშიაშვილი, გრიგალავა, გვალასია, ოდიკაძე, ტკალია, ბურდიაშვილი, მაშავა, ჩიქოვანი , მეხტიევი
სათადარიგო სკამი: ღაღვიშვილი, საჯაია, კაპანაძე, ავდალოვი, ქართველიშვილი, ელისაშვილი, დანელია, ნაჭყებია, ბიგვავა