დინამოს 19 წლამდე შემადგენლობამ ოქროს ლიგის მე-8 ტურში სპაერს უმასპინძლა და მეტოქე დიდი ანგარიშით 6-0 დაამარცხა. ორი გოლი საბა სადაღაშვილმა გაიტანა, ორიც ლუკა ხოხაშვილის ანგარიშზეა. თითოჯერ სპაერის კარი ალექსანდრე ჭოლოკავამ და იუსიბ მეხტიევმა აიღეს. ამ მოგებით ვასილ გეგუჩაძის გუნდმა 17 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფება. მომდევნო მატჩს 4 მაისს, დინამოელები ფოთში, კოლხეთთან ჩაატარებენ.
U19 დინამო 6-0 სპაერი
U19 დინამო: ტარტარაშვილი, საჯაია, ჭოლოკავა, გვაზავა, ხუციშვილი, მიქაუტაძე, ნათენაძე, ძნელაძე, დანელია, ბიგვავა, მეხტიევი
სათადარიგო სკამი: ღონღაძე, ლელაშვილი, ლომიძე, ხოროიშვილი, რეხვიაშვილი, კაკაშვილი, სადაღაშვილი, ხოხაშვილი, ტოგონიძე
ეროვნულ ლიგა 2-ში მე-9 ტურის მატჩი შედგა, რომელშიც დინამოს მეორე შემადგენლობამ ლოკომოტივი მიიღო. მატჩი მასპინძლების უპირატესობით წარიმართა, დინამოელებმა არაერთი სახიფათო მომენტი შექმნეს ლოკომოტივის კართან, თუმცა შედეგიანი დარტყმა ვერ განახორციელეს. სტუმრებმა კი გოლი პენალტიდან მეორე ტაიმის დებიუტში გაიტანეს (ლაშა მენთეშაშვილი) და შეხვედრის დასრულებამდე ანგარიშიც შეინარჩუნეს. 9 ტურის შემდეგ დინამო 2 სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზე იმყოფება, თუმცა სათქმელია, რომ საპრიზო ადგილამდე სხვაობა მხოლოდ 5 ქულაა. მომდევნო მატჩს გიორგი ხიდეშელის გუნდი 2 მაისს ბენდელას სტადიონზე, საბურთალო 2-თან ჩაატარებს.
მატჩის ოქმი
ფოტოამბავი