ჩვენი მეტოქე - სამგურალი წყალტუბო
წყალტუბოს სამგურალი 1945 წელს დაარსდა. თავიდან გუნდი მედიკის სახელით ასპარეზობდა, შემდეგ კი ოთხმოციანების ბოლომდე გუნდს შადრევანი ერქვა. სამგურალის საკლუბო ფერებია მწვანე და ნარინჯისფერი. გუნდი საშინაო მატჩებს წყალტუბოში, 26 მაისის სახელობის სტადიონზე მართავს. წყალტუბოს გუნდი უმაღლეს ლიგას 18 წლიანი პაუზის შემდეგ - 2021 წლიდან დაუბრუნდა. იმერლებს ქართული ფეხბურთის უმაღლეს ლიგაში მანამდე 11 სეზონი უთამაშიათ, პირველი ჩემპიონატის სტარტიდან 2002 წლამდე. სამგურალის ისტორიაში ყველაზე წარმატებულად 80-ანი წლები ითვლება. წყალტუბოელები 1983, 1985 და 1989 წლებში საქართველოს ჩემპიონები ხდებინ. აქტივშია ასევე 1986 წელს ვიცე ჩემპიონობა და 1987 წელს ბრინჯაოს მედლები. 1989 წელს სამგურალმა გარი სორდიას ხელმძღვანელობით საქართველოს ჩემპიონატი მოიგო და თასის ფინალშიც ცხინვალის სპარტაკი დაამარცხა. საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში კი სამგურალმა საუკეთესო სეზონი 1992/93 წლებში გამართა, როდესაც საბოლოოდ სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილი დაიკავა. ტიტულთან ახლოს წყალტუბოს გუნდი 1998/99 წლების თასის ფინალში გასვლით იყო, თუმცა პენალტების სერიაში დამარცხდა. გუნდის ისტორიაში ყველაზე მეტი მატჩი (144) ვარლამ ფესტვენიძეს აქვს ჩატარებული, ხოლო საუკეთესო ბომბარდირი ერთ სეზონში გატანილი 41 გოლით მერაბ მეგრელაძე გახდა.
ურთიერთშეხვედრები
დინამოსა და სამგურალის ურთიერთშეხვედრების ისტორია 36 მატჩს ითვლის. ამ შეხვედრებში უპირატესობა დედაქალაქელთა მხარესაა. დინამომ 22 მატჩი მოიგო 7 ფრე და 7 დათმო. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 90/31.
დიდი ანგარიშით თბილისელებმა 12-ჯერ იმარჯვეს, ამათგან აღსანიშნავი კი პირველ ჩემპიონატში 16 ივნისს 7-1 მოგებული მატჩია. გია გურულმა და კახა კაჭარავამ დუბლი შეასრულეს, დანარჩენი გოლები კი გოჩა ჩიქოვანმა, ზაზა რევიშვილმა და კახი გოგიჩაიშვილმა გაიტანეს. დინამომ მეტოქე იმავე ანგარიშით 7-1 1999 წლის 19 ნოემბერსაც დაამარცხა. დუბლი ამ შემთხვევაში რატი ალექსიძემ და კლიმენტი წიტაიშვილმა გაიფორმეს, სამი გოლი კი მიხეილ აშვეთიამ, ირაკლი ვაშაკიძემ და გიორგი შენგელიამ გაიტანეს. ყველაზე დიდი სხვაობა დინამოსა და სამგურალის პაექრობაში 1995 წლის 22 მაისს დაფიქსირდა, როცა დედაქალაქელებმა 7-0 იმარჯვეს. ორი გოლი გიორგი დემეტრაძემ შეაგდო, თითო შედეგიანი დარტყმა კი ალექსანდრე იაშვილმა, გიორგი კიკნაძემ, გოჩა ჯამარაულმა, ლევან ყიფიანმა და ლევან ცქიტიშვილმა შეასრულეს. ანგარიშით 6-0 დინამომ ორი შეხვედრა დაასრულა. 1996 წლის 1 აგვისტოს სამი დუბლი - ლევან კობიაშვილმა, ლევან ხომერიკმა და გელა ინალიშვილმა ჩაიწერეს აქტივში. ხოლო 1999 წლის 23 მაისს გოლები მიხეილ აშვეთიამ (2), გიორგი კიკნაძემ, ამირან მუჯირმა, რატი ალექსიძემ და ზურა ხიზანიშვილმა გაიტანეს. ასევე ორჯერ მოიგო დინამომ ანგარიშით 4-0. 1991 წლის 30 მაისს გია ჯიშკარიანმა, კახა კაჭარავამ, შოთა არველაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა გამოიჩინეს თავი. 1994 წლის 1 დეკემბერს ალექსანდრე იაშვილმა ჰეთ თრიქი გაიფორმა, ერთი გოლიც გოჩა ჯამარაულის ანგარიშზეა. დინამოს შვიდი მარცხიდან ერთი შორეული 1991 წლის 29 ნოემბრით თარიღდება. დედაქალაქელებმა მატჩი 1-2 დათმეს, გოლი კი მიხეილ ყაველაშვილის ანგარიშზეა. 2021 წელს წყალტუბოელებმა ორჯერ აჯობეს დინამოს. 25 აპრილს წყალტუბოში 2-0 და 23 ივნისს თბილისში 2-1.
ყველაზე ხშირად (ცხრაჯერ) ამ გუნდებს შორის სწორედ 2-1 ანგარიშია დაფიქსირებული.
შარშანდელ ჩემპიონატში დინამომ მეტოქეს 2 მარტს უმასპინძლა და 2-0 მოუგო. გოლები დომინიკ საიმონმა და ნიკა სიხარულაშვილმა გაიტანეს. გასვლითი შეხვედრა 20 აპრილს დედაქალაქელებმა 1-3 დათმეს. ამ შეხვედრაში პირველად გაუტანა სამგურალმა დინამოს 3 გოლი. ერთადერთი გოლი ჯადული იობაშვილის ანგარიშზეა. 3 აგვისტოს დინამო არენაზე გამართული მატჩიც წყალტუბოელთა გამარჯვებით 1-0 დასრულდა, ხოლო 5 ოქტომბერს დომინიკ რაიტერის და ვასილიოს გორდეზიანის გოლებით უკვე დინამომ მოიგო გასვლაზე 2-1.
წელს პირველი მატჩი დინამო არენაზე 6 მარტს შედგა და ანგარიშით 2-1 დასრულდა. გოლები ირაკლი იაკობიძემ და ნიკა ნინუამ გაიტანეს.