დღეს ეროვნული ლიგა 2-ში მეორე ტურის მატჩი გაიმართა.
ბენდელას სტადიონზე იბერია-2 ჩვენს მეორე გუნდს შეხვდა და 3-1 აჯობა. ანგარიში გურამ გოშთელიანმა მე-14 წუთზე გახსნა. ერთი საათის თავზე საბა გეგუჩაძემ ორამდე დააწინაურა მასპინძლები, ცოტახანში კი ლევან ნაჭყებიამ მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა. დინამოელებს კიდევ შეეძლოთ გატანა, თუმცა მსაჯის მიერ კომპენსირებულ პერიოდში გოშთელიანმა კიდევ ერთხელ გაიტანა და მატჩი 3-1 დასრულდა.
მომდევნო შეხვედრას დინამო-2 29 მარტს გონისთან ჩაატარებს.
მატჩის ოქმი