• Geo
  • Eng
03.11.2024
დუბლების ფრე გარეჯთან და 19 წლამდელების პირველი ადგილი

დინამოს მეორე შემადგენლობამ ეროვნული ლიგა 2-ის 31-ე ტურში გათამაშების ლიდერ გარეჯს უმასპინძლა და ფრედ 2-2 დაცილდა.

დედაქალაქელებმა ანგარიში დებიუტშივე, მეხუთე წუთზე გახსნეს. გოლი ნიკა ცეცხლაძის ანგარიშზეა. ტაიმის ბოლოს კი ნიკა ტკალიამ ორამდე გაზარდა დინამოელთა უპირატესობა. ერთი საათის თავზე ბაქარ მირცხულავამ მინიმუმამდე შეამცირა თბილისელთა უპირატესობა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროს ლევან პაპავამ გარეჯს ქულა გდაურჩინა 2-2.

მოომდევნო შეხვედრას ვალერი გაგუას გუნდი 9 ნოემბერს სპაერთან ჩაატარებს.

 

მატჩის ოქმი

ფოტოამბავი

 

19 წლამდე გუნდმა ოქროს ლიგის ზედა ჯგუფის 21-ე ტურში მნიშვნელოვანი მატჩი გამართა. ვასილ გეგუჩაძის გუნდმა ლოკომოტივს უმასპინძლა და 4-3 დაამარცხა მეტოქე. იუსიბ მეხტიევის დუბლს თითო გოლი საბა ალექსიძემ და მათე შათირიშვილმა მიამატეს. დინამოელები სატურნირო ცხრილში 49 ქულით ლიდერობენ და მეორეადგილოსან იბერიას 5 ქულით უსწრებენ. შემდეგ მატჩს დინამოელები 9 ნოემბერს ვიტ ჯორჯიასტან ჩაატარებენ.

U19 დინამო: გოგებაშვილი, პატარკაციშვილი, შათირიშვილი, ქელდიშვილი, ნიკოლაიშვილი, საჯაია, სანაია, ბურდიაშვილი, მაშავა, ნაჭყებია, მეხტიევი

სათადარიგო სკამი: ბაშარული, დიაკონიძე, ძნელაძე, კაპანაძე, ქართველიშვილი, ნათენაძე, ალექსიძე, ბიგვავა, ხუციშვილი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024