ჩვენი გუნდის ფიზმომზადების მწვრთნელად 26 წლის ჩეხი სპეციალისტი მიხალ რუკავიჩკა იმუშავებს. რუკავიჩკა პრაღის სპარტას ახალგაზრდულ გუნდში და კლუბის სამედიცინო ცენტრში მუშაობდა.
მიხალ რუკავიჩკა- გარკვეული წარმოდგენა მაქვს საქართველოზე და დინამოზე, უმეტესად ინტერნეტით. ვიცი, რომ დინამო თასების თასს ფლობდა და სლავიასთან და ლიბერეცთან თამაშებიც მახსოვს. რამდენიმე საათის ჩამოსული ვარ, ჯერ მხოლოდ საწვრთნელი ბაზა ვნახე და ოდნავადაც არ ვაჭარბებ, განცვიფრებული დავრჩი. ასეთ სავარჯიშო პირობებს ბევრი ჩეხური კლუბი ინატრებდა.