• Geo
  • Eng
04.03.2021
დაუვიწყარი დღე ლონდონში

1981 წლის 4 მარტი თბილისის დინამოს და ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრებისთვის დაუვიწყარი დღეა. დინამოელებმა უეფას თასების მფლობელთა თასის პირველი მეოთხედფინალური მატჩი ლონდონში ვესტ ჰემთან ჩაატარეს და დიდი ანგარიშით 4:1 იმარჯვეს. პირველი გოლი ულამაზესი დარტყმით ალექსანდრე ჩივაძემ გაიტანა, მეორედ ვლადიმერ გუცაევმა აიღო ჩაქუჩების კარი, ხოლო რამაზ შენგელიამ დუბლი შეასრულა. დინამოელებმა ფაქტიურად პირველივე შეხვედრის შემდეგ გაინაღდეს ნახევარფინალის საგზური.

ვესტ ჰემის მთავარმა მწვრთნელმა ჯონ ლაიოლმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა: მე არ მიყვარს წაგება, მაგრამ თუ მაინც მარცხი მიწერია, მაშინ მირჩევნია ასეთ მეტოქესთან წავაგო. ბევრი მატჩი მინახავს კონტინენტზე და დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ თბილისელთა გუნდზე უკეთესი არ მეგულება. მათ აქვთ ყველაფერი, რაც ასე მიმზიდველია ფეხბურთში - ალღო და გემოვნება, ტექნიკა და ზუსტი დაბოლოებები. განმეორებით მატჩში ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ დღეს საღამოს რაღაც ვისწავლეთ. მათ გვიჩვენეს დონე, რომლის მიღწევაც ჩვენი მიზანია.

 

 

 


 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024