• Geo
  • Eng
05.07.2012
დინამოელები ბაკურიანში გაემგზავრნენ

საქართველოს ჩემპიონატის მზადების მორიგ ეტაპს ჩვენი გუნდი ბაკურიანში გაივლის. დინამოელები დღეს გაემგზავრნენ ბაკურიანში. ისინი სასტუმრო ვერე–პალასში დაბინავდებიან. გუნდი თბილისში 11 ივლისს დაბრუნდება. მზადების მორიგი ეტაპი კი 15–29 ივლისს სლოვენიაში წარიმართება. შეკრებაზე 25 ფეხბურთელი გაემგზავრა: ლორია, სეფიაშვილი, ზარქუა, კაკუბავა, ხმალაძე, რეხვიაშვილი, გლიშიჩი, გველესიანი, ტვილდიანი, სეთურიძე, კვეკევესკირი, კაკულია, პარუნაშვილი, ჯიღაური, პაპავა, ძარია, თარხნიშვილი, კოტო, ალვარო, ჩისკო, ჩაფიძე, მერებაშვილი, რობერტინიო, გაბაშვილი, იაგუე. ტრავმის გამო გუნდს ვერ გაჰყვნენ დავით ხოჭოლავა და ირაკლი ლექვთაძე. ვოსკობოინიკოვი გუნდს სლოვენიაში შეუერთდება და დუშან უჰრინი ესტონელ ფორვარდს და სხვა პოტენციურ ახალწვეულებს უცხოურ შეკრებაზე გასამართ ტესტ–მატჩებში დააკვირდება. დინამო კიზიტოს და პოლაკს დაემშვიდობა, გლიშიჩთან კი ჩვენი კლუბი სავარაუდოდ კონტრაქტს მალე გააფორმებს.

ალექსანდრე კოშკაძეს, დავით ოდიკაძეს, გულვერდ თომაშვილს, მამუკა ლომიძეს, ოთარ ხიზანეიშვილს, ირჟი ჰომოლას, გოგიტა გოგუას და სოსო გრიშიკაშვილს ჩვენი კლუბი მადლობას უხდის და წარმატებებს უსურვებს მომავალ სპორტულ კარიერაში.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024