• Geo
  • Eng
09.03.2021
დინამო თბ 0-1 დინამო ბთ

დინამო არენაზე ეროვნული ლიგის მესამე ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც დინამო თბილისმა დინამო ბათუმს უმასპინძლა. მატჩის დაწყებამდე დედაქალაქელთა გენერალურმა დირექტორმა ზაზა დოლიძემ ჩვენი კლუბის კაპიტანი და გოლკიპერი დააჯილდოვა - გიორგი პაპავამ დინამოს ფორმით ეროვნულ ჩემპიონატში მე- 100 შეხვედრა ჩაატარა, ხოლო როინ კვასხვაძემ უმაღლეს ლიგაში 300- ჯერ ითამაშა.

თავად მატჩი კი პირველივე წუთებიდან ბოლომდე საშუალო ტემპში და მინიმალური სახიფათო მომენტით წარიმართა. ორივე გუნდი ზედმეტად ფრთხილად მოეკიდა აღნიშნულ შეხვედრას და ეს ფრთხილი ტაქტიკა მთლიანად შეხვედრაზეც აისახა. რიგ მომენტებში გუნდები ამწვავებდნენ თამაშს, თუმცა უშედეგოდ. 33- ე წუთზე გიორგი პაპავამ ტრავმა მიიღო და თავის საიუბილეო გამოსვლაში თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო. პირველი ტაიმის რეალური მომენტი სტუმრებმა 45- ე წუთზე შექმნეს, როდესაც ერთი ერთზე გასულ გიორგი ნიქაბაძეს როინ კვასხვაძემ არ დაანება გატანა. მეორე ტაიმში თამაშის სცენარი არ შეცვლილა, სამაგიეროდ 66- ე წუთზე დედაქალაქელთა დაცვის ხაზში დაშვებული შეცდომით ზღვისპირელებმა ისარგებლეს და გიული მანჯგალაძემ ზუსტი დარტყმით ანგარიში გახსნა. მატჩის გადარჩენა მასპინძლებს ბოლო წუთზე შეეძლოთ, თუმცა კარლოს კასტროს ხელსაყრელი პოზიციიდან დარტყმულს სიზუსტე დააკლდა და თამაშიც დასრულდა. მომდევნო შეხვედრას დინამოელები 14 მარტს საბურთალოს წინააღმდეგ გამართავენ.

 

დინამო თბილისი 0-1 დინამო ბათუმი

გოლი: 0-1 მანჯგალაძე 66’

გაფრთხილება: მანჯგალაძე 15’  სპორქსლედე 24’  რადინი 45’ 

 

დინამო თბილისი: კვასხვაძე, პაპავა (კობოური 33), ბენიო, მონხილი, მექვაბიშვილი (ქარდავა 78), რადინი, სპორქსლედე, გაგნიძე (კეიტა 78), მარუშიჩი, გაბედავა (კუცია 57), ახვლედიანი (კასტრო 46)

დინამო ბათუმი: კუპატაძე, ტეიდი (ჩუკვურ 92), მანჯგალაძე, მამუჩაშვილი (ფანცულაია 82), კობახიძე, ჯიღაური, ნიქაბაძე (მჭედლიძე 75), აზაცკი, აზაროვი (ნავალოვსკი 92), ჩაბრაძე, ალთუნაშვილი (გროცურეკი 82)

 

მსაჯი: ი. კვირიკაშვილი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024