საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით უეფას მწვრთნელთა განათლების PRO ლიცენზიის კურსი დაიწყო. აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამა საქართველოში უკვე მესამედ იმართება და მასში დინამოელებიც იღებენ მონაწილეობას. სამი ტუტორიდან ერთ-ერთი ჩვენი აკადემიის მთავარი მწვრთნელი გიორგი ტუღუში გახლავთ. თავად კურსს კი დინამოს 19 წლამდე გუნდის მთავარი მწვრთნელი ვალერი გაგუა და დინამო 2- ის მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ კაკაშვილი გაივლიან.