დინამოს 19 წლამდე შემადგენლობა და მეორე გუნდი ახალ სეზონს რამდენიმე დღეში დაიწყებენ. ვალერი გაგუას გუნდი 21 მარტს პირველ ტურში ვიტ ჯორჯიას შეხვდება. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი კი საქართველოს თასის პირველ ეტაპზე ხობის კოლხეთს 22 მარტს მიიღებს.
დინამოს აკადემიაში გრძელდება მოახლოებული სეზონისთვის მზადება და ასაკობრივმა გუნდებმა მორიგი ამხანაგური მატჩები გამართეს.
დინამოს მეორე შემადგენლობამ 2-1 ირაო დაამარცხა. 19 წლამდელებმა თბილისთან ფრედ 2-2 ითამაშეს, 17 წლამდე დინამომ სულაქველიძის აკადემიას 5-0 აჯობა, 16 წლამდელები ერთი წლით უფროს ავაზას შეხვდნენ და 8-0 იმარჯვეს, ხოლო U15 დინამომ 5-2 ერთი წლით უმცროს თანაკლუბელებს მოუგეს. 13 წლამდე დინამომ 14 წლამდე ლოკომოტივს 3-1 მოუგო, 12 წლამდელებმა ერთი წლით უფროს სულაქველიძის აკადემიასთნ 2-4 დათმეს, 11 წლამდელებმა კი ასევე უფროს სულაქველიძის აკადემიას 6-0 აჯობეს.