• Geo
  • Eng
21.03.2021
დინამოს მეორე გუნდმა თასი გამარჯვებით გახსნა

დღეს სტარტი აიღო საქართველოს თასის 32- ე გათამაშებამ. ტურნირის პირველ ეტაპზე დინამო თბილისის მეორე გუნდი ხობის კოლხეთს დაუპირისპირდა. შეხვედრა დინამოს აკადემიის მოედანზე გაიმართა და საბოლოოდ მასპინძელთა გამარჯვებით 3-1 დასრულდა.

ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი პირველივე წუთებიდან აქტიურად შეეცადა უპირატესობის მოპოვებას და უკვე მე- 7 წუთზე გიორგი გვიშიანმა გახსნა ანგარიში. ოც წუთში დინამომ კიდევ ერთი გოლი გაიტანა და მომდევნო ეტაპისკენ ნაბიჯი გადადგა. ლამაზი გოლი ლევან ოსიყმაშვილის ანგარიშზეა. დედაქალაქელებმა უპირატესობა მეორე ტაიმის დასაწყისში თორნიკე ახვლედიანის გოლით კიდევ უფრო გაიმყარეს 3-0. შეხვედრის ბოლოსკენ სტუმრებმა თერთმეტმეტრიანით ანგარიში შეამცირეს და მატჩიც დასრულდა. საქართველოს თასის მეორე ეტაპზე დინამო 2- ის მეტოქეს ხვალ მარგვეთსა და იმერეთს შორის გამართული მატჩი გაარკვევს.

 

დინამო-2  3:1  კოლხეთი ხობი

დინამო-2: მიგინეიშვილი, მაისურაძე, სალუქვაძე, ერაძე, ხარაბაძე, მორჩილაძე, ოსიყმაშვილი, ხინჩიაშვილი, მოისწრაფიშვილი, გვიშიანი, ახვლედიანი

სათადარიგო სკამი: ხარშილაძე, უგრეხელიძე, გაბიტაშვილი, ნ. ქოქოსაძე, ქოჩაკიძე, ბლიაძე, ლ.ქოქოსაძე

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024