სტარტი აიღო ოქროს ლიგის გათამაშებამ. დინამოს 15 და 17 წლამდე გუნდებმა სფფ- ს აკადემიის შესაბამის ასაკობრივ გუნდებს უმასპინძლეს. ვასილ გეგუჩაძის შეგირდებმა პირველ ტურში მეტოქეს ოთხი უპასუხო გოლით მოუგეს. დუბლი შაშიაშვილმა გაიფორმა, თითო გოლიც პატარკაციშვილმა და ბერელაშვილმა გაიტანეს. გოჩა ჩიქოვანის გუნდი კი მეტოქეს 1-1 დაუზავდა. სფფ- ს აკადემიის ფეხბურთელებმა პირველ ტაიმში თერთმეტმეტრიანით გახსნეს ანგარიში, თუმცა მასპინძლებმა მეორე ნხევარში მოახერხეს წონასწორობის აღდგენა, ზუსტი დარტყმა თოფურიას ანგარიშზეა.