• Geo
  • Eng
14.03.2021
დინამომ საბურთალო უხვგოლიან მატჩში დაამარცხა

ეროვნული ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრაში დინამომ საბურთალოს უმასპინძლა. მატჩის დაწყებამდე დინამოს გენერალურმა დირექტორმა ზაზა დოლიძემ, ჩვენი კლუბის ვიცე კაპიტანი დააჯილდოვა - დავით კობოურმა დინამოს ფორმით ეროვნულ ჩემპიონატში მე- 100 შეხვედრა ჩაატარა.

თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ მატჩი მაღალ რიტმში და თვალსასეიროდ წარიმართა, ტელემაყურებელმა კი შვიდი გოლი იხილა. დინამოელებმა აქტიურად დაიწყეს და უკვე მეხუთე წუთზე ანგარიშიც გახსნეს. თავისი პირველი გოლი თავური დარტყმით ზორან მარუშიჩმა გაიტანა. სერბმა ფორვარდმა თანამემამულის მიერ ჩაწოდებული კუთხური შედეგიანად შეირგო. ათიოდე წუთში კუთხური ანგარიშში სტუმრებმა გარდასახეს, გოლი შოთა ნონიკაშვილმა გაიტანა და მატჩი ისევ მაღალ რიტმში გაგრძელდა. 31- ე წუთზე შეტევის მარჯვენა ფრთაზე ანზორ მექვაბიშვილმა ითამაშა ტექნიკურად, გაცდა მეტოქეს და კარის სიახლოვეს ჩააწოდა, ბურთი მეკარემ უკუაგდო, დამატებაზე კი ზორან მარუშიჩმა ყველას დაასწრო და დუბლი გაიფორმა. ასევე დუბლით გამოირჩა შოთა ნონიკაშვილი, რომელმაც პირველი ტაიმისთვის კომპენსირებულ დროს აღადგინა სტატუს ქვო.

მეორე ტაიმში რიტმი არ დავარდნილა. დინამოელებმა კიდევ ერთხელ მოახერხეს დაწინაურება, პენალტი ზუსტად გიორგი გაბედავამ 55- ე წუთზე დაარტყა. გუნდებმა ცვლილებები განახორციელეს, მასპინძელთა შემადგენლობაში კი გუნდის კაპიტანი გამოჩნდა, რომელმაც წინა შეხვედრაში ტრავმა მიიღო და დღეს თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო. სწორედ გიორგი პაპავამ გაიტანა გარდამტეხი გოლი ამ შეხვედრაში. გუნდის კაპიტანმა 69- ე წუთზე დაახლოებით 30 მეტრიდან ყუმბარისებული გასროლით კიდევ უფრო დააწინაურა დინამო. საბოლოო ანგარიში კი ორიოდე წუთში ასევე შეცვლაზე შემოსულმა იური ტაბატაძემ დააფიქსირა და დინამომ 4-3 მოიგო. მომდევნო მატჩს ჩვენი გუნდი თელავთან 20 მარტს ჩაატარებს.

 

დინამო  4-3  საბურთალო

 

გოლი: 1-0 მარუშიჩი 5’  1-1 შ. ნონიკაშვილი 16’  2-1 მარუშჩი 31’  2-2 შ. ნონიკაშვილი 45+2’  3-2 გაბედავა (პენ) 55’  4-2 პაპავა 69’  4-3 ტაბატაძე 71’

გაფრთხილება: მექვაბიშვილი 18’  კობოური 49’  მანდრიჩენკო 52’  მონხილი 74’  მალი 85’  პაპავა 89’

 

დინამო: კვასხვაძე, ხვადაგიანი, ბენიო, მონხილი, მექვაბიშვილი (კუცია 90+2), გაგნიძე (პაპავა 64), კობოური, სპორქლედე (იაშვილი 82), რადინი, გაბედავა (ქარდავა 64), მარუშიჩი (ახვლედიანი 82)

საბურთალო: მეგრელიშვილი, მალი, ლაცაბიძე, შ. ნონიკაშვილი (ამინუ 86), კაკუბავა, ცნობილაძე (ჯინჯოლავა 35), ტერა, მანდრიჩენკო (ლ. ნონიკაშვილი 63), შულაია (გოჩოლეიშვილი 86), გულიაშვილი (ი. ტაბატაძე 63), თ. ტაბატაძე

 

მსაჯი: გ. კიკაჩეიშვილი

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024