საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევრო 2023- თვის მზადებას იწყებს. გუნდი 22 მარტს შეიკრიბება და 29 მარტს, გორში ბელარუსს ამხანაგურად გაეჯიბრება. რამაზ სვანაძემ ახალგაზრდულ ნაკრებში დინამოს 5 ფეხბურთელი - ლუკა კუტალაძე, საბა ხვადაგიანი, ანზორ მექვაბიშვილი, გიორგი მოისწრაფიშვილი და ლუკა გაგნიძე მიიწვია.