• Geo
  • Eng
02.05.2024
ქართული დერბი უგოლოდ დასრულდა

ქუთაისში მორიგი ქართული დერბი გაიმართა. ტრადიციული დაპირისპირება წვიმის და თითქმის ბოლომდე სავსე სტადიონის თანხლებით წარიმართა.

მატჩის პირველ ტაიმში დედაქალაქელები დიდ სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ და არაერთი სახიფათო მომენტიც შექმნეს მასპინძელთა კართან. ის რომ ტორპედოს კარში გოლი არ გასულა, დიდწილად ქუთაისელთა სერბი მეკარის - ფილიპ კლიაიჩის დიდი დამსახურებაა. გოლკიპერმა რამდენჯერმა გარდაუვალი გოლისგან იხსნა კარი. დინამო მეტოქეს ტერიტორიულად ჯობდა და ტაქტიკურადაც, თუმცა მეორე ტაიმის დებიუტში არბიტრმა კიკე ლოპესი გააძევა და დინამოელებს მატჩის ბოლომდე კაცნაკლულად მოუწიათ თამაში. სათამაშო უპირატესობა უკვე ქუთაისელთა მხარეს გადავიდა, თუმცა საგოლე მომენტებამდე საქმე არ მისულა. დინამოელები კონტრშეტევაზე მწვავედ თამაშობდნენ, ტორპედოელებმა კი ბოლო წუთებზე გაამწვავეს თამაში და ერთ მომენტში ბურთი დინამოს კარის ძელსაც მოხვდა, თუმცა გოლი არ გასულა და შეხვედრა საბოლოოდ 0-0 მორჩა. აღსანიშნავია, რომ ტორპედოს მასპინძლის სტატუსით დინამოსთვსი 2011 წლის 21 სექტემბერის შემდეგ არ მოუგია (ეროვნული ჩემპიონატი).

 

მომდევნო შეხვედრას ანდრეს კარასკოს გუნდი დინამო არენაზე 10 მაისს, იბერიას წინააღმდეგ გამართავს.

 

მატჩის ოქმი

 

ფოტოამბავი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024