დინამო არენაზე ეროვნული ლიგის მე-11 ტურის მატჩი შედგა, რომელშიც დინამომ თელავს უმასპინძლა. წინა ტურში მარცხის შემდეგ დედაქალაქელებს რეაბილიტაცია მართებდათ და მეტოქეს პირველივე წუთებიდან შეუტიეს. მთელი მატჩის მანძილზე დინამო აქტიურად თამაშობდა და მეტოქის კართან არაერთი სახიფათო და მწვავე მომენტიც იხილა დინამო არენაზე მისულმა გულშემატკივარმა, თუმცა შედეგიანი დარტყმა ეგრეც არ განხორციელდა და მატჩი ფრედ 0-0 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ მატჩის 73-ე წუთზე დედაქალაქელთა რიგებში 15 წლის საბა ხარებაშვილი გამოჩნდა, რომელიც დინამოს ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტია ეროვნულ ლიგაში. მომდევნო მატჩს ანდრეს კარასკოს გუნდი 2 მაისს ქუთაისში გამართავს. ქართული დერბი 21.00 საათზე, შენგელია არენაზე დაიწყება.
მატჩის ოქმი
ფოტოამბავი