ლიგა 4- ის თეთრ ჯგუფში მესამე ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც დინამოს მეორე შემადგენლობა ტორპედოს მეორე გუნდს დაუპირისპირდა. შეხვედრა თავიდანვე ვლადიმერ კაკაშვილის კრებულის უპირატესობით დაიწყო და საბოლოოდ დინამოს დამაჯერებელი გამარჯვებით 6-0 დასრულდა. ანგარიში უკვე მე- 7 წუთზე ნიკა უგრეხელიძემ გახსნა. პირველივე ტაიმში დინამოს კიდევ რამდენეჯერმე შეეძლო გატანა, თუმცა 52- ე წუთამდე ანგარიში აღარ შეცვლილა. ექვსწუთიან მონაკვეთში კი დედაქალაქელებმა სამჯერ აიღეს ქუთაისელთა კარი. თავი ჯერ გიორგი ბლიაძემ გამოიჩინა, ორ წუთში ლევან ოსიყმაშვილმა გაიტანა, ხოლო 58- ე წუთზე გიორგი გვიშიანმა ითამაშა შედეგიანად. ერთი საათის თავზე გიორგი ჩხეტიანმა მეხუთედ აიღო ტორპედოელთა კარი, ხოლო მატჩის საბოლოო შედეგი ტატო ჟივიძემ 86- ე წუთზე დააფიქსირა. ამრიგად დინამოელებმა 3 შეხვედრის მერე 9 ქულა დააგროვეს და ბურთების ბალანსით 13/0 სატურნირო ცხრილში ლიდერობენ. დედაქალაქელები მომდევნო მატჩს საგარეჯოში 23 აპრილს შტურმის წინააღმდეგ ჩაატარებენ.
დინამო-2 6:0 ტორპედო-2
დინამო-2: ხარშილაძე, მაისურაძე, სალუქვაძე, უგრეხელიძე, გაბიტაშვილი, მორჩილაძე, ოსიყმაშვილი, ხინჩიაშვილი, მოისწრაფიშვილი, გვიშიანი, ბლიაძე
შეცვლაზე შევიდნენ: ჟივიძე, ჩხეტიანი, გრძელიძე, ზურაბიანი, მირზიკაშვილი