დინამო თბილისის 19 წლამდე გუნდმა ოქროს ლიგაში მეოთხე ტურის მატჩი ბათუმის დინამოელებთან გამართა და დიდი ანგარიშთ 3-0 დაამარცხა მეტოქე. ზღვისპირელები ამ მატჩამდე უდანაკარგოთ მიიწევდნენ, თუმცა სიხარულაშვილის (ორი) და გოგობერიშვილის გოლებმა დედაქალაქელთა მიჯრით მეოთხე მოგება დააფიქსირა. ვალერი გაგუას გუნდი შემდეგ მატჩს გორში დილასთან 17 აპრილს გამართავს.
U19 დინამო თბილისი 3-0 დინამო ბათუმი
U19 დინამო თბილისი: ბერუაშვილი, გოგოტიშვილი, ავალიანი, უგრეხელიძე, უბილავა, ჩხეტიანი, ბაბლუანი, ცხოვრებაშვილი, გოგობერიშვილი, სიხარულაშვილი, თურუზაშვილი
სათადარიგო სკამი: ჯოჯუა, ღონღაძე, იაკობიძე, დათუაშვილი, სიჭინავა, ღურწკაია, გოგნაძე