ოქროს ლიგის 15 და 17 წლამდელთა ჩემპიონატში მეორე ტურის მატჩები გაიმართა. მოგეხსენებათ დინამოს აკადემია აღნიშნულ ტურნირებზე ორ-ორი ასაკობრივი გუნდით გამოდის. 15 და 17 წლამდელთა გარდა, ასევე 14 და 16 წლამდე დინამოელებით, რომლებიც დინამო 2- ის სახელით გამოდიან.
15 წლამდე ლიგაში ერთი წლით უმცროსი დინამო ლოკომოტივს გაეჯიბრა და რევაზ გვარაკიძის გუნდმა 3-1 დაამარცხა მეტოქე. გოლები გვაზავას, რეხვიაშვილის და დანელიას ანგარიშზეა.
15 წლამდელები (ვასილ გეგუჩაძის გუნდი) ბენდელაზე საბურთალოს შეხვდნენ და ფრედ 1-1 ითამაშეს. ზუსტი დარტყმა ფეიქრიშვილის ანგარიშზეა.
16 წლამდე დინამომ ვლადიმერ გოჩაშვილის ხელმძღვანელობით აკადემიის მოედანზე U17 ლოკომოტივს უმასპინძლა და დიდი ანგარიშით 5-1 აჯობა მეტოქეს. ორი გოლი ნინიძემ გაუტანა სტუმრებს, დარჩენილი სამი შედეგიანი დარტყმა კი უკლებას, ფარცვანიას და ხორხელის ანგარიშზეა.
გოჩა ჩიქოვანის გუნდი 15 წლამდელთა დარად საბურთალოს ბენდელაზე გაეჯიბრა. შეხვედრა საყაიმო ანგარიშით 1-1 დასრულდა, გოლი კი თოფურიამ გაიტანა.