• Geo
  • Eng
16.04.2021
დინამომ დერბი დამაჯერებლად მოიგო

დღეს დინამო არენაზე ეროვნული ლიგის მეცხრე ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც ლოკომოტივმა დინამოს უმასპინძლა. მოგეხსენებათ ლოკომოტივი პირველ წრეში საშინაო მატჩებს დინამო არენაზე ატარებს.

თამაში ორივე გუნდმა აქტიურად დაიწყო. შეხვედრის დებიუტში ზორან მარუშიჩს შეეძლო ანგარიშის გახსნა, თუმცა ლოკომოტივის გოლკიპერს ვერ აჯობა. სერბ შემტევს მე- 15 წუთისთვის კიდევ ერთი საგოლე მომენტი მისმა თანამემამულემ შეუქმნა, მილან რადინის ჩაწოდებულს მარუშჩი ვერ შეწვდა და მომენტიც განიმუხტა. 28- ე წუთზე ლოკომოტივის კარი რევაზ თევდორაძემ გადაარჩინ. მან მარუშიჩის თავური ბოლო წამს ნახტომში კუთხურზე უკუაგდო. საპასუხოდ ლოკომოტივსაც შეექმნა კარგი მომენტი, თუმცა ამ შემთხვევაში ლუკა კუტალაძემ ითამაშა დამაჯერებლად და საერთოდ აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში დინამოს განაცხადში ჩვენი აკადემიის აღზრდილი 12 ფეხბურთელი გახლდათ. პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. მატჩის 54- ე წუთზე მარუშიჩმა საჯარიმოში დაამუშავა ბურთი, გადაცემა გიორგი გაბედავაზე, მისი დარტყმული კი აიჭრა და მომენტი განიმუხტა. დინამოელთა შეტევებმა შედეგი 74- ე წუთზე გამოიღო. თორნიკე ახვლედიანმა გაამწვავა თამაში, შეიჭრა საჯარიმოში, მისი გადაცემა და ანზორ მექვაბიშვილმა ერთი შეხებით ზუსტად დაარტყა 0-1. ნომინალურმა სტუმრებმა მეორე გოლი მე- 80 წუთზე გაიტანის, თავისი შანსი საბოლოოდ ზორან მარუშიჩმა გამოიყენა. მარუშიჩმა ორიოდე წუთში კიდევ ერთი გოლი შეაგდო და დერბიში გამარჯვებულის ბედი გადაწყვიტა. 85- ე წუთზე გურამ კაშიამ ერთი ბურთი გაქვითა და შეხვედრაც დინამოელთა გამარჯვებით 3-1 დასრულდა. გიორგი ნემსაძის გუნდმა მიჯრით მეექვსე შეხვედრა მოიგო, შემდეგ მატჩს კი ჩვენი გუნდი საქართველოს თასზე 21 აპრილს ზესტაფონში ქობულეთის შუქურასთან გამართავს.

 

ლოკომოტივი  1-3  დინამო

გოლი: 0-1 მექვაბიშვილი 74’  0-2 მარუშიჩი 80’  0-3 მარუშიჩი 82’  1-3 კაშია 85’ 

გაფრთხილება: რადინი 47’  ხვადაგიანი 84’  მჭედლიშვილი 88’  იაშვილი 90’ 

 

ლოკომოტივი: თევდორაძე, კაშია, დარცმელია (იაკობიძე 76), სიხარულიძე (გავაშელიშვილი 70), იმრანი (ჭიაბრიშვილი 70), შონია, სანდოხაძე, კახაბრიშვილი (სამურკასოვ 60), კირკიტაძე, გაბაძე (მჭედლიშვილი 46), ქველაძე

დინამო: კუტალაძე, ხვადაგიანი, პაპავა, მონხილი (ხარაბაძე 89), გაგნიძე (აბუაშვილი 75), რადინი (მექვაბიშვილი 58), კობოური, კუცია (იაშვილი 89), ქარდავა, გაბედავა (ახლედიანი 58), მარუშიჩი

 

მსაჯი: ქ. გენჩერლერი (თურქეთი)

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024