• Geo
  • Eng
31.03.2021
დინამოს მეორე გუნდმა ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო

დღეს დინამოს აკადემიის მოედანზე ლიგა 4- ის თეთრი ჯგუფის პირველი ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც დინამოს მეორე გუნდმა ვიტ ჯორჯია 2 მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ კაკაშვილის კრებულმა საფეხბურთო სეზონი ორი წარმატებული სათასო მატჩით გახსნა და 1/16 ფინალის საგზურიც მოიპოვა.

დინამოელებმა აღებული რიტმი არ შეაჩერეს და ვიტ ჯორჯიაც დიდი ანგარიშით დაამარცხეს. გიორგი გვიშიანმა ანგარიში შეხვედრის დებიუტში მე- 5 წუთზე გახსნა. სეკუ კეიტამ 63- ე წუთზე დინამოელები ორი ბურთით დააწინაურა, ხოლო საბოლოო ანგარიში თორნიკე მორჩილაძემ შეხვედრის 83- ე წუთზე გატანილი გოლით დააფიქსირა. ამრიგად ლურჯ-თეთრებმა პირველი სამი ქულა აიღეს და მომდევნო მატჩს 6 აპრილს, ახალსოფელში მაჭახელასთან ჩაატარებენ.

 

დინამო-2  3:0  ვიტ ჯორჯია-2

 

დინამო-2: კუტალაძე, მაისურაძე, სალუქვაძე, ჯანგიძე, გაბიტაშვილი, ჟივიძე, ოსიყმაშვილი, გვიშიანი, მორჩილაძე, კეიტა

სათადარიგო სკამი: ხარშილაძე, უგრეხელიძე, მირზიკაშვილი, ბლიაძე, ჩხეტიანი, გრძელიძე, ქოქოსაძე

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024