დღეს დინამოს აკადემიის მოედანზე დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 1/16 ფინალური მატჩი გაიმართა, რომელშიც დინამოს მეორე შემადგენლობამ ვიტ ჯორჯიას უმასპინძლა. შეხვედრა დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. დინამოელები ფლობდნენ სათამაშო უპირატესობას, თუმცა მეტოქეც სახიფათოდ უტევდა. ანგარიში ზუსტი თერთმეტმეტრიანი დარტყმით თორნიკე მორჩილაძემ მე- 14 წუთზე გახსნა. ათიოდე წუთში სტუმართა შეტევას დინამოელთა კარში ნიკა უგრეხელიძის ავტოგოლი მოჰყვა და პირველი ტაიმიც საყაიმო ანგარიშით 1-1 დასრულდა. მეორე ნახევრის დებიუტში მასპინძლებმა კიდევ ერთი გოლი გაიტანეს. დუბლი მორჩილაძემ გაიფორმა. ამის შემდეგ დინამოელებს კიდე რამდენიმე ეპიზოდში შეეძლოთ ანგარიშის გაზრდა, თუმცა აღარაფერი შეცვლილა და ვლადიმერ კაკაშვილის გუნდმა მერვედფინალის საგზური მოიპოვა. ჩვენი გუნდის მეტოქე მოგვიანებით გახდება ცნობილი.
დინამო-2 2-1 ვიტ ჯორჯია
გოლი: 1-0 მორჩილაძე (პენ) 14’ 1-1 უგრეხელიძე (ა.გ.) 26’ 2-1 მორჩილაძე 50’
გაფრთხილება: უგრეხელიძე 10’ ავლოხაშვილი 35’ გაბუნია 79’
დინამო-2: ჯოჯუა, სალუქვაძე, უგრეხელიძე, გაბიტაშვილი, ხინჩიაშვილი, ჟივიძე (დუნდუა 89), ოსიყმაშვილი, ორშულა (ჩხეტიანი 68), მორჩილაძე (ზურაბიანი 79), გვიშიანი, მაისურაძე
ვიტ ჯორჯია: გაბუნია, სვიანაძე (ტერელაძე 54), ზარიძე, ავლოხაშვილი, გულდედავა (აშორდია 86), ოზბეთელაშვილი (შეყილაძე 64), მუზაშვილი, ბარაბაძე, ნაჭყებია, ბერიაშვილი (გუგბერიძე 54), სეხნიაშვილი
მსაჯი: ა. აფციაური