დინამოს მეორე შემადგენლობამ მეორე ტურის შეხვედრა ჩაატარა, რომელშიც ხელვაჩაურის მაჭახელას დაუპირისპირდა. მატჩი ბათუმში, ანგისას ბაზაზე შედგა და დინამოელთა გამარჯვებით 4-0 დასრულდა. ანგარიში გიორგი ბლიაძემ მე- 7 წუთზე გახსნა. მეორე გოლი თორნიკე ჯანგიძემ 67- ე წუთზე გაიტანა, ხოლო თორნიკე მორჩილაძემ ბოლო ათ წუთში ორჯერ აიღო მასპინძელთა კარი. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი ორი მატჩიდან ორი მოგებით სატურნირო ცხრილში ლიდერობს, მომდევნო შეხვედრას კი დინამოელები 13 აპრილს, აკადემიის მოედანზე, ტორპედო 2- თან გამართავენ.
მაჭახელა 0-4 დინამო 2
დინამო-2: ხარშილაძე, მაისურაძე, სალუქვაძე, ხინჩიაშვილი, ჯანგიძე, გაბიტაშვილი, ჟივიძე, ოსიყმაშვილი, გვიშიანი, მორჩილაძე, ბლიაძე
სათადარიგო სკამი: ბერუაშვილი, უგრეხელიძე, მირზიკაშვილი , ნ. ქოქოსაძე, ჩხეტიანი, სიხარულაშვილი, ლ. ქოქოსაძე