დღეს ზესტაფონში საქართველოს თასის 1/16 ფინალური მატჩი გაიმართა, რომელშიც ქობულეთის შუქურამ დინამოს უმასპინძლა. ბოლო ორი კვირის მანძილზე ეს გუნდები მეორედ წარდგნენ პირისპირ. 7 აპრილს ეროვნული ლიგის თამაში ზესტაფონის სტადიონზე დინამომ 2-0 მოიგო.
სათასო დაპირისპირება მაღალ ტემპში დაიწყო და სტუმრებს უკვე მეექვსე წუთზე შეეძლოთ ანგარიშის გახსნა. ბაქარ ქარდავამ საჯარიმოს მისადგომებიდან გაისროლა, ქობულეთელთა კარი კი ხარიხამ იხსნა. შეგახსენებთ, რომ თასის შემდეგ ეტაპზე გასული გუნდების ვინაობა ერთთამაშიან პაექრობაში ირკვევა. დინამოელებმა სათამაშო უპირატესობა მოიპოვეს და რამდენიმე სახიფათო შეტევაც განახორციელეს. აღსანიშნავია 23- ე წუთზე გიორგი კუციას გარღვევა და პასი თორნიკე ახვლედიანზე, დედაქალაქელთა შემტევმა ძლიერად, თუმცა არაზუსტად დაარტყა. საპასუხოდ მასპინძელთა შეტევა და ლევან ინგოროყვას დარტყმული მცირედით აცდა ლუკა კუტალაძის კარს. პირველი ტაიმი 0-0 მორჩა, თუმცა მსაჯის სასტვენამდე დავით მუჯირი გვიდა მეკარესთან პირისპირ, მაგრამ არაზუსტად დაარტყა. მეორე ტაიმი შუქურამ აქტიურად დაიწყო და შეხვედრის 53- ე წუთზე მასპინძელთა შეტევა შალვა ექვთიმიშვილის გოლით დასრულდა. ცოტახანში კი მეორე გოლისგან დინამოელთა კარი ლუკა კუტალაძემ იხსნა. დინამომ შეცვლებს მიმართა, მოედანზე ლუკა გაგნიძე დ მილან რადინი გამოჩნდნენ. 65- ე წუთზე უკვე ქობულეთელთა კარი იხსნა გაბრიელ თებიძემ, მან თორნიკე ახვლედიანს ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი აუღო. 73- ე წუთზე თბილისელტა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც გიორგი ჩელებაძემ წესის დარღვევით შეასრულა და მატჩი მეკარემ გააგრძელა. ორწუთიან მონაკვეთში გუნდებმა ერთმანეთის კარის ძელი მოსინჯეს. 88- ე წუთზე ლევან ინგოროყვას გარღვევა და ლუკა კუტალაძის ბრწყინვალე თამაში. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროს ზორან მარუშიჩს ჰქონდა კარგი მომენტი, თუმცა მისი დარტყმული მეკარემ მოიგერია. საბოლოო შეხვედრა შუქურამ 1-0 მოიგო.
შუქურა 1-0 დინამო
გოლი: 1-0 ექვთიმიშვილი 53’
გაფრთხილება: რეხვიაშვილი 37’ რადინი 57’ მექვაბიშვილი 73’ ჩელებაძე 74’ ვერულიძე 92’
შუქურა: თებიძე, რეხვიაშვილი (ხმალაძე 83), გოგიტიძე, ჭანტურია, კალანდია, კოლინსი (ჩელებაძე 54), კაკაშვილი, ექვთიმიშვილი (ჯერალდუ 83), აფხაზავა (მუსელიანი 72), ინგოროყვა, მუჯირი (ვერულიძე 54)
დინამო: კუტალაძე, კობოური, მონხილი, პაპავა, იაშვილი, ხარაბაძე (გაგნიძე 55), მექვაბიშვილი, კუცია (რადინი 55), ქარდავა (კასტრო 72), ახვლედიანი, მარუშიჩი
მსაჯი: გ. ყრუაშვილი