დღეს დინამოს აკადემიას მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ადამიანი სტუმრობდა.
ევროპის ხუთგზის, მსოფლიოს ოთხგზის და ოლიმპირუი თამაშების ჩემპიონი, მსოფლიო რეკორდების მფლობელი - ლაშა ტალახაძე აკადემიის ფეხბურთელებს შეხვდა . ჩემპიონი ახალგაზრდებს თავისი სპორტული კარიერიდან საინტერესო ამბებზე და მომავალ მიზნებზე ესაუბრა. დინამოს აკადემიის ხელმძღვანელობამ საპატიო სტუმარს სიმბოლური (სარეკორდო ნომრიანი) მაისური და დინამოს სუვენირები უსახსოვრა, აკადემიის ფეხბურთელებმა კი ჩემპიონს მოახლოებულ ოლიმპიურ თამაშებზე მორიგი ოქროს მედლის მოპოვება უსურვეს.