• Geo
  • Eng
11.09.2012
დინამოელები ნაკრებში

დღეს საქართველოს ეროვნული გუნდი, დინამო არენაზე, მსოფლიოსა და ევროპის მოქმედ ჩემპიონ ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდა. ჯვაროსანთა კარს პირველივე წუთებიდან გიორგი ლორია იცავდა, რომელმაც შეხვედრის მსვლელობისას, რამდენიმე ურთულესი დარტყმის მოგერიება მოახერხა. მატჩის 73-ე წუთზე კი, როდესაც ანგარიში 0:0 იყო, დინამოს კაპიტანი შესაცვლელი გახდა, ლორიას ტრავმამ თამაშის გაგრძელების საშუალება აღარ მისცა. თუ რა სირთულის ტრავმა მიიღო ლორიამ ეს ხვალ, სამედიცინო შემოწმების შემდეგ გახდება ცნობილი.

დღევანდელი თამაშის განაცხადში იყო კიდევ ერთი დინამოელი, გიორგი რეხვიაშვილი, რომელსაც თამაშში მონაწილეობა არ მიუღია.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024