ზესტაფონში დასრულებული მატჩის შემდეგ, რომელშიც დინამო ადგილობრივ ზესტაფონთან 2:3 დამარცხდა, დედაქალაქელთა მთავარმა მწვრთნელმა- მალხაზ ჟვანიამ კომენტარი გააკეთა.
მალხაზ ჟვანია: თავიდანვე ვგეგმავდით მოგებას, რადგან წარმატება ჩემპიონობის ტოლფასი იქნებოდა. თამაშიც კარგი გამოდგა და მატჩიც მოსაგები იყო, თუმცა გამოუყენებელი პენალტის მერე საკუთარ კარში მივიგეთ ბურთი. კმაყოფილი ვარ ბიჭებით და ისღა დაგვრჩენია, რომ საშინაო არენაზე გავხდეთ ჩემპიონები.