დღეს ზესტაფონში საქართველოს ჩემპიონატის 29- ე ტურის ცენტრალური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ადგილობრივმა ზესტაფონმა დინამო თბილისს უმასპინძლა.
მატჩი ორივე გუნდმა საკმაოდ აქტიურად დაიწყო. უკვე მე- 15 წუთზე ჩისკომ შესანიშნავი დარტყმით გახსნა ანგარიში 0:1. 23- ე წუთზე რევაზ გეწაძემ აღადგინა წონასწორობა 1:1. 6 წუთში კი ნიკა საბანაძემ ზუსტი დარტყმით მასპინძლები წინ გაიყვანა 2:1. დინამოელები მასირებულ შეტევაზე გადავიდნენ და კუთხურის შემდეგ მარცვალაძემ სტატუს-ქვო აღადგინა 2:2. მეორე ტაიმიც პირველივით აქტიურად წარიმართა. დინამოელებს მინიმუმ სამჯერ არ გაუმართლათ, როდესაც ჩვენი ფეხბურთელების მიერ დარტყმული ბურთი სამივე შემთხვევაში ძელმა მოიგერია. ჩისკოს შეეძლო დინამოს დაწინაურება თუმცა არაზუსტად შეასრულა პენალტი. 81- ე წუთზე კაპანაძემ გაიტანა გოლი და მატჩის საფინალო შედეგი დააფიქსირა 3:2.
ზესტაფონი 3:2 დინამო
გოლი: 0:1 ჩისკო 15’ 1:1 გეწაძე 23’ 2:1 საბანაძე 29’ 2:2 მარცვალაძე 35’ 3:2 კაპანაძე 81’
გაფრთხილება: რეხვიაშვილი 19’ გურული 44’ გრიგალაშვილი 88’ ცინცაძე 88’
ზესტაფონი: პავლოვიჩი, ღონღაძე, რენე (გრიგალაშვილი 15), ჭელიძე, გურული, შარიქაძე, კუხიანიძე (ჭანკოტაძე 65), ჭანტურიშვილი, დოლიძე, გეწაძე (კაპანაძე 80), საბანაძე
დინამო: ლორია, ხიდეშელი, რეხვიაშვილი, კვირკველია, ხურცილავა, ცინცაძე, ძარია, გორგიაშვილი (პაპუნაშვილი 68), მერებაშვილი, ჩისკო (მოდებაძე 85), მარცვალაძე
არბიტრი: ოთარ ხეცაძე