სააღდგომო პაუზის შემდეგ განახლდა ეროვნული ლიგა 2 და 19 წლამდე პირველობაც.
დინამოს დუბლებმა მე-11 ტურში ხობის კოლხეთს უმასპინძლეს და დიდი ანგარიშით 4-1 აჯობეს მეტოქეს. მატჩი მასპინძელთათვის არც ისე კარგად დაიწყო, სტუმრები გიორგი მირზოევის სწრაფი გოლით დაწინაურდნენ, თუმცა დინამოელებმა სამიოდე წუთშივე აღადგინეს წონასწორობა - გოლი დათო გოცირიძემ გაიტანა. მეორე ტაიმში დინამოელთა სათამაშო უპირატესობა კი ცვლილებაზე შემოსულმა ალექსანდრე ფეიქრიშვილმა ანგარიშში ასახა და კოლხეთის კარში ჰეთ თრიქი გაიტანა. ვალერი გაგუას გუნდმა ამ მოგებით 20 ქულა დააგროვა და რუსთავსა და სიონთან ერთად სატურნირო ცხრილში 1-3 ადგილებს ინაწილებს. მომდევნო მატჩს დინამო-2 15 მაისს მესხი 2-ზე, ლოკომოტივთან ჩაატარებს.
მატჩის ოქმი
ფოტოამბავი
19 წლამდე დინამო თელავს ესტუმრა და ადგილობრივ გუნდს დაუპირისპირდა. დედაქალაქელებმა მე-10 ტურის მატჩი დიდი ანგარიშით 5-1 მოიგეს. გოლები კახელთა კარში იუსიბ მეხტიევმა (2), ლუკა შაშიაშვილმა, ლევან ნაჭყებიამ და რომან ქართველიშვილმა გაიტანეს. ვასილ გეგუჩაძის გუნდმა 22 ქულა დააგროვა და გათამაშების ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფება. დინამოელები მომდევნო ტურის შეხვედრას 20 მაისს, წყალტუბოს სამგურალთან ჩაატარებენ.
დინამო: ღაღვიშვილი, დიაკონიძე, შათირიშვილი, შაშიაშვილი, ხუციშვილი, ბურდიაშვილი, ბიგვავა, ფეიქრიშვილი, მეხტიევი, ტკალია, ჩიქოვანი
სათადარიგო სკამი: საჯაია, დანელია, კაპანაძე, ავდალოვი, ნაჭყებია, პატარკაციშვილი, ქართველიშვილი