დინამო არენაზე ეროვნული ლიგის მე-13 ტურის მატჩი შედგა, რომელშიც ჩვენმა გუნდმა იბერიას უმასპინძლა.
მატჩი დინამოელთა უპირატესობით წარიართა და მათივე გამარჯვებით, ანგარიშით 1-0 დასრულდა. დინამოელთა სასტარტო შემადგენლობაში კი სტადიონზე მოსულმა გულშემატკივარმა 15 წლის საბა ხარებაშვილი იხილა. ლურჯ-თეთრებმა სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობა თავიდანვე მოიპოვეს, სწრაფი შეტევებიც განახორციელეს, მე-19 წუთზე კი ანგარიშიც გახსნეს. გიორგი ლორიამ ბურთი ხელით მოედნის ცენტრში ოსკარ სანტისს გადააწოდა, გვატემალელმა ლეგიონერმა ერთი შეხებით ჩამოიცილა მეტოქე, დაიძრა კარისკენ და საჯარიმოს მისადგომებიდან შედეგიანად დაარტყა. ეს გახლდათ სანტისის სადებიუტო გოლი დედაქალაქელთა ფორმით. ტაიმის ბოლო უხეში თამაშისთვის მოედანი გიორგი ჯგერენაიამ წითელი ბარათით დატოვა. მეორე ნახევარში მასპინძლები ბევრს უტევდნენ, განსაკუთრებით აღსანიშნავია ბოლო წუთებზე სტუმართა კარის აღების მიჯრით რამდენიმე რეალური და უშედეგო მცდელობა, საბოლოოდ დინამომ 1-0 მოიგო.
მომდევნო მატჩს ანდრეს კარასკოს გუნდი 14 მაისს სამტრედიაში, ადგილობრივი გუნდის წინააღმდეგ გამართავს.
მატჩის ოქმი
ფოტოამბავი