დინამოს აკადემიის მოედანზე ლიგა 4- ის მეხუთე ტურის მატჩი გიმართა, რომელშიც ვლადიმერ კაკაშვილის გუნდმა ზესტაფონს უმასპინძლა. დედაქალაქელები განაგრძობენ გოლგაუშვებელ მოგებათა სერიას და ამჯერად 3-0 იმარჯვეს. ანგარიში შეხვედრის დებიუტში თორნიკე ახვლედიანმა გახსნა. მანვე მეორე ტაიმის დებიუტში ორამდე გაზარდა სხვაობა. 53- ე წუთზე კი გიორგი ჩხეტიანმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. დინამო სატურნირო ცხრილს მაქსიმალური შედეგით ლიდერობს, მომდევნო მატჩს კი დედაქალაქელები 5 მაისს ქედაში, ადგილობრივ ბეთლემთან ჩაატარებენ.
დინამო-2 3-0 ზესტაფონი
გოლი: 1-0 ახვლედიანი 7’ 2-0 ახვლედიანი 47’ 3-0 ჩხეტიანი 53’
დინამო-2: ხარშილაძე, სალუქვაძე, გაბიტაშვილი, ჯანგიძე, ოსიყმაშვილი, ჟივიძე, ჩხეტიანი (სიხარულაშვილი 62), მაისურაძე (უგრეხელიძე 56), მოისწრაფიშვილი (ზურაბიანი 56), გვიშიანი (მირზიკაშვილი 62), ახვლედიანი (ბლიაძე 67)
ზესტაფონი: მიქავა, ჭაბუკიანი (გრიგალაშვილი 44), საღარეიშვილი, ხმელიძე, ამბროლაძე (გოგობერიშვილი 51), ნანობაშვილი, გელაშვილი, კაკუშაძე (სირაძე 51), გოგიჩაიშვილი (გაჩეჩილაძე 51), ხუჯაძე, ნიკოლაძე (მოსიძე 28)
მსაჯი: მ. კიკორია