• Geo
  • Eng
29.04.2021
მორიგი გამარჯვება ქართულ დერბიში

დღეს დინამო არენაზე ეროვნული ლიგის მეთერთმეტე ტურის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც დინამომ ტორპედოს უმასპინძლა. 79- ე ქართული დერბის დაწყებამდე ეროვნული ლიგის პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელი - ზორან მარუშიჩი მისთვის განკუთვნილი პრიზით დააჯილდოვეს. შემდეგ კი გუნდებმა და სტადიონზე მყოფმა გულშემატკივარმა წუთიერი დუმილით სახალხო არტისტის და ყველასათვის საყვარელი ადამიანის - კახი კავსაძის ხსოვნას მიაგეს პატივი.

მატჩი საშუალო რიტმში დაიწყო. დინამო თავიდანვე შეეცადა ტერიტორიული უპირატესობის მოპოვებას და რამდენიმე ნახევრადსახიფათო შეტევაც განახორციელა. დედაქალაქელებმა ტერიტორიულთან ერთად სათამაშო უპირატესობაც მოიპოვეს, მაგრამ რამდენიმე შორეულ დარტყამს თუ არ ჩავთვლით 40 წუთის თავზე აღსანიშნავი არაფერი მომხდარა. გიორგი კუციას ჩაწოდებული, გიორგი გაბედავამ საჯარიმოში თავით დააგდო, ბურთი მეკარეს ხელიდნ გაუვარდა, დამატება შეიძლებოდა, თუმცა მცველებმა მომენტი განმუხტეს. პირველი ტაიმი ასეც დასრულდა. მეორე ტაიმი იმავე სცენარით განახლდა. აღსანიშნავია ვიქტორ მონხილის შორეული გასროლა 55- ე წუთზე, ბურთი მცირედით გადაცდა სტუმართა კარს. ხუთიოდე წუთში ბაქარ ქარდავამ დაარტყა ძლიერად, დინო ჰამზიჩს ბურთი გაუვარდა ხელიდან, თუმცა დამატებაზე ვერავინ მიასწრო და გოლკიპერმა მეორე მცდელობით დაიმორჩილა ბურთი. დინამოს შეტევებმა სიმწვავეს უმატა. ბაქარ ქარდავამ საჯარიმოში ჩაწოდული ბურთი გიორგი გაბედავამ ზორან მარუშიჩს აუგდო, სერბმა ძლიერად დაარტა, მაგრამ ბურთი აეჭრა. შეხვედრის 63- ე წუთზე მოედანზე გიორგი კუციას ნაცვლად, ახალგაზრდა თორნიკე მორჩილაძე გამოჩნდა და ფაქტიურად ბურთზე პირველივე შეხებით დედაქალაქელები სადებიუტო გოლით დააწინაურა, საგოლე პასი კი ლუკა გაგნიძემ ჩაიწერა აქტივში. ცოტახანში ასევე შეცვლაზე შემოსულ თორნიკე ახვლედიანს შეეძლო გოლის გატანა, თუმცა საბოლოოდ მეკარეს ვერ აჯობა და მხოლოდ კუთხური. შეხვედრის 76- ე წუთზე ზორან მარუშიჩმა საჯარიმოს კიდიდან ხვლედიანს შეაყოლა ბურთი, თორნიკეს დარტყმული კი სანტიმეტრებში აცდა დინო ჰამზიჩის კარს. 84- ე წუთზე ზორან მარუშიჩის ცრუ მოძრაობა, სერბი ფორვარდი შეიჭრა საჯარიმოში, მაგრამ ბოლო წამს მეკარეს ვეღარ დაასწრო. ბოლო წუთებზე დინამოს კარის მიმართულებით სახიფათო საჯარიმო დარტყმა დაინიშნა, რომელიც სტუმრებმა უხეიროდ შეასრულეს და შეხვედრაც დასრულდა. დინამო მომდევნო მატჩს 8 მაისს ბათუმში დგილობრივ დინამოსთან გამართავს.

 

დინამო  1-0  ტორპედო

გოლი: 1-0 მორჩილაძე 65’ 

გაფრთხილება: სალაკუ 86’  მონხილი 90+1’  მორჩილაზე 90+4’ 

 

დინამო: მიგინეიშვილი, მონხილი, პაპავა, კობოური, მექვაბიშვილი, გაგნიძე (აბუაშვილი 87), ხარაბაძე, კუცია (მორჩილაძე 63), ქარდავა, გაბედავა (ახვლედიანი 71), მარუშიჩი (კეიტა 87)

ტორპედო: ჰამზიჩი, მირცხულავა (ტაბატაძე 71), ქაფიანიძე, ნადარაია, მამასახლისი, ძარია (უგრეხელიძე 71), ზიდანი (შარვაშიძე 66), რეკიში (სალაკუ 78), ინკუმი (ჩარგეიშვილი 66), ჩალაძე, ჩაკვეტაძე

 

მსაჯი: ა. აფციაური

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024