• Geo
  • Eng
25.09.2012
ჩიხურა - დინამოს შეხვედრას დავით ხარიტონაშვილი განსჯის

დინამო თბილისისა და ჩიხურას ხვალინდელ შეხვედრას დავით ხარიტონაშვილი განსჯის. დავით ხარიტონაშვილმა უკანასკნელად სწორედ ჩიხურას თამაში იმსაჯა. დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/16 ფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში ჩიხურამ სტუმრად, ხობის კოლხეთს 2:0 მოუგო. აღნიშნულ დაპირისპირებაში დავით ხარიტონაშვილს მატჩის მონაწილე ფეხბურთელებისთვის ბარათი არ უჩვენებია.

ჩვენი გუნდის მონაწილეობით დავით ხარიტონაშვილმა ბოლოს ზესტაფონში, ბატუმის დინამოსთან მოგებულ შეხვედრაში იმსაჯა. ხსენებულ მატჩში დავით ხარიტონაშვილს სამჯერ ყვითელი ბარათის ჩვენებაც მოუწია.

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით მეტი თვალსაჩინოებისათვის დავით ხარიტონაშვილის მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

დავით ხარიტონაშვილი

დაბადების თარიღი: 1981 წლის 18 თებერვალი

===========================================

უმაღლესი ლიგა - 62 თამაში / 202 ყვითელი / 8 წითელი / 13 პენალტი

პირველი ლიგა - 7 თამაში / 18 ყვითელი / 1 წითელი / 2 პენალტი

საქართველოს თასი - 11 თამაში / 30 ყვითელი / 1 წითელი / 0 პენალტი

საერთაშორისო ამხანაგური მატჩი –1 თამაში / 5 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

უეფა.ევროპა ლიგა.საკვალიფიკაციო ეტაპი - 1 თამაში / 4 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

უეფა.ჩემპიონთა ლიგა.საკვალიფიკაციო ეტაპი - 1 თამაში / 3 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

უეფა.ევროპის ჩემპიონატი U21.საკვალიფიკაციო ეტაპი - 2 თამაში / 9 ყვითელი / 1 წითელი / 2 პენალტი

უეფა.ევროპის ჩემპიონატი U17.საკვალიფიკაციო ეტაპი - 2 თამაში / 12 ყვითელი / 0 წითელი / 2 პენალტი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024