• Geo
  • Eng
25.03.2021
შოთა არველაძე დინამოს აკადემიას ესტუმრა

დღეს დინამოს აკადემიას შოთა არველაძე სტუმრობდა. ჩვენი გუნდის, საქართველოს ნაკრების და ევროპული ფეხბურთის გამორჩეული ფორვარდი ახალგაზრდა დინამოელთა ვარჯიშს დაესწრო, შემდეგ აკადემიის ფეხბურთელებს შეხვდა, არაერთ საინტერესო თემაზე ესაუბრა და მათ ავტობიოგრაფიული წიგნები თავისივე ავტოგრაფით უსახსოვრა.

შოთა არველაძე: პირველ რიგში, მადლობა მინდა ვუთხრა დინამოს, რადგან ეს ადგილი განსაკუთრებულია ჩემთვის. ალბათ ყველა ქართველისთვის ასეა, ვისაც ასოციაცია აქვს რაღაც ნიჭთან, უყვარს ქართული გენი, უყვარს ქართული სპორტი. შესაბამისად მადლობა, რომ მომეცა საშუალება, მოვსულიყავი აქ და მეჩუქებინა თქვენთვის ეს ჩემი პატარა მონათხრობი. მეთქვა, რომ იქნებ, რომელიმეს როდესმე სადმე რამეში გამოადგეს. დარწმუნებული ვიყავი, რომ კარგ გარემოში მომიწევდა ყოფნა და ასეც მოხდა. ძალიან ბევრი ძველი მეგობარი ვნახე. მე დინამოელი ვარ. ყოველთვის ვამაყობდი და ვამაყობ, ასევე ვიამაყებ იმით, რომ ვიყავი, ვარ და ვიქნები დინამოელი!  დინამო ყოველთვის არის გამარჯვებული.

შეხვედრას დინამოს აკადემიისა და კლუბის ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ. გუნდის გენერალურმა დირექტორმა ზაზა დოლიძემ შოთა არველაძეს სიმბოლურად დინამოს 11 ნომრიანი მაისური უსახსოვრა.

 

 

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024