• Geo
  • Eng
26.09.2012
დუშან უჰრინის მატჩისშემდგომი კომენტარი

ჩიხურასთან ფრედ ნათამაშები შეხვედრის შემდეგ, ჩვენი გუნდის მთავარ მწვრთნელს, დუშან უჰრინს კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ.

დუშან უჰრინი - ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ, საუკეთესოდ გვსურდა გვეასპარეზა.  სამწუხაროდ მოედანის საფარმა სასურველი თამაშის ჩვენების საშუალება არ მოგვცა. მთელი მატჩის განმავლობაში ვიბრძოდით და მოედანზე დიდი ბრძოლა იყო გამართული. სამწუხაროდ საკმაოდ მალე მოგვიწია იძულებითი ცვლილების განხორციელება, ტრავმირებული ჩისკოს ნაცვლად ჯაბა დვალი ჩაერთო თამაშში. რთული მატჩი გამოვიდა, კარგი იქნებოდა სამი ქულა აგვეღო, თუმცა საბოლოოდ შინ ქულით ვბრუნდებით.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024