• Geo
  • Eng
26.03.2021
დინამო-2 თასის 1/16 ფინალშია

დღეს დინამოს აკადემიის მოედანზე საქართველოს თასის მეორე ეტაპის მატჩი გაიმართა, რომელშიც დინამოს მეორე გუნდმა ხონის იმერეთს უმასპინძლა. შეხვედრა მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და ანგარიში მე- 20 წუთზე გიორგი გვიშიანის ზუსტი დარტყმით გახსნეს. არაერთი საგოლე მომენტის მიუხედავად პირველ ტაიმში დედაქალაქელებს მეტი გოლი არ გაუტანიათ. მეორე ტაიმის დებიუტში რევაზ ხინჩიაშვილმა ორი გოლი გაიტანა და ფაქტიურად შემდეგ ეტაპზე გამსვლელის ბედიც გაარკვია. ტატო ჟივიძემ მეოთხე გოლი შეხვედრის 85- ე წუთზე გაიტანა და დინამოელებმა 4-0 იმარჯვეს. ამრიგად ვლადიმერ კაკაშვილის გუნდმა, რომელმაც პირველ წრეში ხობის კოლხეთს 3-1 აჯობა, საქართველოს თასის 1/16 ფინალის საგზური მოიპოვა. დინამოელთა მეტოქე და შეხვედრის გამართვის თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

 

დინამო-2  4-0  იმერეთი ხონი

გოლი: 1-0 გვიშიანი 20’  2-0 ხინჩიაშვილი 51’  3-0 ხინჩიაშვილი 58’  4-0 ჟივიძე 85’

გაფრთხილება: კუხალაშვილი 35’  გაბიტაშვილი 64’  დარჯანია 67’  შალამბერიძე 79’ 

 

დინამო-2: მიგინეიშვილი, სალუქვაძე, ერაძე, გაბიტაშვილი, ხინჩიაშვილი, მორჩილაძე, ოსიყმაშვილი, გვიშიანი (სიხარულაშვილი 42, გრძელიძე 64), მაისურაძე, ახვლედიანი (ჟივიძე 72), კეიტა (ბლიაძე 72)

იმერეთი: მოდებაძე, ძაძამია, ტაბიძე, ქაჯაია, კუხალაშვილი, ქარციძე (კაკაბაძე 78), დარჯანია, გ. ცაგარეიშვილი (ბობოხიძე 64), შალამბერიძე, ქათამაძე, თუთბერიძე (ს. ცაგარეიშვილი 46)

 

მსაჯი: ჯ. ხორავა

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024