• Geo
  • Eng
12.05.2021
დინამომ საბურთალო დიდი ანგარიშით დაამარცხა

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საბურთალოსა და დინამოს შორის შეხვედრა წუთიერი დუმილით დაიწყო. სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივარმა და ფეხბურთელებმა ანზორ გაბიტაშვილის ხსოვნას მიაგეს პატივი.

თამაში მაღლ რიტმში დიწყო. დინამომ თავიდანვე მძლავრად შეუტია და მე- 10 წუთზე თორნიკე ახვლედიანს შეეძლო ანგარიშის გახსნა, მაგრამ ბოლო წამს დაახანა. სამაგიეროდ ორიოდე წუთში ზორან მარუშიჩმა გიორგი კუციას გადაცემა შეირგო და გახსნა ანგარიში. მე- 18 წუთზე თორნიკე ახვლედიანმა აღარ გაუშვა თავისი შანსი ხელიდან და დინამო ორი ბურთით დააწინაურა ახალგაზრდა ფორვარდმა. ათიოდე წუთში დინამო მიჯრით ორჯერ დაემუქრა მასპინძელთა კარს. ჯერ გიორგი კუციას საჯარიმო დარტყმა ოთო გოშაძემ კუთხურზე მოიგერია, შემდეგ კი ანზორ მექვაბიშვილის დარტყმულს დააკლდა სიძლიერე. ტაიმის ბოლოს დინამოს შეტევებს ლოგიკური დასასრული მოჰყვა. პენალტი საბურთალოს კარში და მარუშიჩის დუბლი. ტაიმიც დასრულდა. მეორე ნახევარი საბურთალოს სახიფათო შეტევით განახლდა, ბოლო წამს საბა ხვადაგიანმა განმუხტა მასპინძელთა სწრაფი კონტრიერიში. საპასუხოდ თორნიკე ახლედიანის ძლიერად დარტყმული ზემოდან გადაცდა ოთო გოშაძის კარს. შეხვედრის 55- ე წუთზე გიორგი ლაცაბიძემ გაისროლა შორიდან და როინ კვასხვაძემ ლამაზ ნახტომში მოიგერია ბურთი. მატჩის მე- 80 წუთზე მოედანზე საბა ხვადაგიანის ნაცვლად საიმონ ბენიო გამოჩნდა, რომელსაც ტრავმის გამო საკმაოდ დიდი ხანი გაუცდა. თამაშის ბოლოსკენ ბაქარ ქარდავას შეეძლო გატანა, მაგრამ მისი ძლიერი დარტყმული მეკარემ მოიგერია. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროს თორნიკე მორჩილაძის გადაცემა და ერთი შეხებით, ზუსტად გიორგი გაბედავამ წერტილი დაუსვა შეხვედრას. მომდევნო მატჩს ჩვენი გუნდი 16 მაისს თელავთან გამართავს.

 

საბურთალო  0-4  დინამო

გოლი: 0-1 მარუშიჩი 12’  0-2 ახვლედიანი 18’  0-3 მარუშჩი (პენ) 45’  0-4 გაბედავა 90+1’ 

გაფრთხილება: ი. ტაბატაძე 37’  მუდრაკი 44’  მალი 45’  კოხრეიძე 45’  ახვლედიანი 56’ 

 

საბურთალო: გოშაძე, მალი, ლაცაბიძე, ჯგერენაია, მუდრაკი (ცნობილაძე 46), შ. ნონიკაშვილი (კაკუბავა 46), ტერა (ლ. ნონიკაშვილი 76), ი. ტაბატაძე. თ. ტაბატაძე (შულაია 62), კოხრეიძე (გოჩოლეიშვილი 62), მანდრიჩენკო

დინამო: კვასხვაძე, ხვადაგიანი (ბენიო 80), მონხილი, კობოური, პაპავა, მექვაბიშვილი, ხარაბაძე (იაშვილი 46), სპორქსლედე, კუცია (ქარდავა 64), ახვლედიანი (გაბედავა 85), მარუშიჩი (მორჩილაძე 80)

 

მსაჯი: ჯ. ხორავა

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024