დღეს აკადემიის მოედანზე მერვე ტურის მატჩი გამართა დინამოს 19 წლამდე გუნდმა. თბილისელებმა ქუთაისის ტორპედო მიიღეს და დიდი ანგარიშით 4-0 დაჯაბნეს მეტოქე. მასპინძლებმა თითო ტამში ორ-ორჯერ აიღეს მეტოქის კარი. გოლები ქეცბაიამ, გოგობერიშვილმა, სიხარულაშვილმა და გეგიაძემ გაიტანეს. ვალერი გაგუას გუნდი 8 ტურის შემდეგ მაქსიმალური შედეგით ლიდერობს სატურნირო ცხრილს. მომდევნო მატჩს დინამოელები 23 მაისს მეორეადგილოსან საბურთალოსთან აკადემიის მოედანზე ჩაატარებენ.
U19 დინამო 4-0 ტორპედო
U19 დინამო: ბერუაშვილი, გოგოტიშვილი, დუნდუა, ბაგრატიონი, უბილავა, სიხარულაშვილი, ლომინაძე, ცხოვრებაშვილი, გოგობერიშვილი, ქეცბაია, თურაზაშვილი
სათადარიგო სკამი: ჯოჯუა, ავალიანი, დათუაშვილი, ბაბლუანი, თოდუა, ღონღაძე, გეგიაძე