• Geo
  • Eng
06.10.2012
ზუგდიდი 1:1 დინამო - მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

ზუგდიდი 1:1 დინამოს დასრულების შემდეგ ტრადიციული მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია გაიმართა.

დუშან უჰრინი – ვიცოდით, რომ რთული თამაში გველოდა. მოლოდინმა გაამართლა და კარგი შეხვედრა გამოვიდა. გოლის გატანის რეალური შანსი როგორც ჩვენ, ასევე ჩვენს მეტოქესაც არაერთხელ ჰქონდა. რაც შეეხება დღევანდელი მატჩის შედეგს, არ ვარ კმაყოფილი, ვინაიდან ჩვენ ვიგებდით და სამი ქულის აღება შეგვეძლო. გატანილი გოლის შემდეგ გუნდი მოდუნდა, დაცვაში მეტი სივრცეები გაჩნდა, რის ხარჯზეც მეტოქემ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. მატჩი ისე წარიმართა, შეიძლება წაგვეგო კიდეც, თუმცა საბოლოოდ ფრედ ვითამაშეთ.

ელგუჯა ქომეთიანი – დაძაბული თამაში იყო.  დინამო თბილისი ქართული ფეხბურთის ფლაგმანია და ბიჭები მოედანზე მოტივირებულნი გამოვიდნენ. მათთვის იმის შეხსენება არ დამჭირვებია, თუ რა ძალას წარმოადგენს დინამო. მთლიანობაში მიმაჩნია, რომ კარგი შეხვედრა გამოვიდა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024