• Geo
  • Eng
23.05.2021
დილა 2-0 დინამო

გორის, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ეროვნული ლიგის მე- 15 ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც ადგილობრივმა დილამ დინამოს უმასპინძლა. ორივე გუნდმა აქტიურად დაიწყო და სათამაშო უპირატესობასაც მონაცვლეობით ხან მასპინძელი ფლობდა და ხან სტუმარი. პირველი სახიფათო მომენტი დინამოელებმა შექმნეს, როდესაც მე- 10 წუთზე თორნიკე ახვლედიანი თავით გზავნიდა ბურთს დილას კარისკენ, თუმცა ლუკა გუგეშაშვილმა სწორედ შეარჩია პოზიცია. საპასუხოდ პაატა ღუდუშაურის დარტყმულს დააკლდა სიზუსტე. პირველი ტაიმის ბოლომდე როინ კვასხვაძემ ორ ეპიზოდში გამოიჩინა თავი და სტუმრები ხიფათს გადაარჩინა. მეორე ტაიმი გორელებმა უფრო აქტიურად დაიწყეს და სათამაშო უპირატესობაც მოიპოვეს. ანგარიში 69- ე წუთზე პაატა ღუდუშაურის გარღვევის და ზუსტი დარტყმის შემდეგ გაიხსნა. მეორე გოლი დილამ მალევე, ხუთ წუთში გაიტანა. ზუსტი დარტყმა ირაკლი ბიძინაშვილის ანგარიშზეა. სტუმართა შეტევებს რეალური ხიფათი არ მოჰყოლია და დილამ 2-0 იმარჯვა.

 

დილა  2-0  დინამო

გოლი: 1-0 ღუდუშაური 69’  2-0 ბიძინაშვილი 74’

გაფრთხილება: კამარა 18’  ნონდი 47’  მოსიაშვილი 63’  მარუშიჩი 63’  გაბედავა 83’ 

 

დილა: გუგეშაშვილი, ჩიტეიშვილი, ჭიჭინაძე, მოსიაშვილი, ღუდუშაური (წოწონავა 79), კაპანაძე (სანტოსი 90), ნონდი, ბიძინაშვილი (მადინგა 90), სილვა, კამარა (ბუღრიძე 75), ეტოუ

დინამო: კვასხვაძე, ხვადაგიანი, ბენიო, კობოური, პაპავა (მექვაბიშვილი 58), რადინი, ხარაბაძე (მონხილი 58), სპორქსლედე (მორჩილაძე 73), კუცია (ქარდავა 58), ახვლედიანი, მარუშჩი (გაბედავა 73)

 

მსაჯი: გ. კიკაჩეიშვილი

 

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024